18:06 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-03 16:46:05, 454 ნახვა

მსოფლიო
ვარშავაში ფერმერები საპროტესტო აქციას მართავენ

პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში ფერმერთა საპროტესტო აქცია იმართება. პოლიცია მოსახლეობას გზების გადაკეტვის შესახებ აფრთხილებს. შეცვლილია ტრანსპორტის მოძრაობის განრიგიც.

აქციის მონაწილეები პოლონეთის დროით 14:00 საათზე ევროკომისიის წარმომადგენლობის შენობასთან შეიკრიბნენ. გეგმის მიხედვით, დემონსტრანტები მსვლელობას გამართავენ და დედაქალაქის ქუჩებში ღამის 23:00 საათამდე დარჩებიან.

პოლონელი ფერმერების პროტესტი მიმართულია ევროკომისიის სასოფლო-სამეურნეო, კლიმატისა და სავაჭრო პოლიტიკის წინააღმდეგ, რაც, მათი აზრით, საფრთხეს უქმნის პოლონეთში საოჯახო მეურნეობების, სატყეო მეურნეობის, ნადირობისა და მრეწველობის ფუნქციონირებას.

პოლიციის თანამშრომლებმა გააფრთხილეს თავად პროტესტის მონაწილეებიც და შეახსენეს, რომ დედაქალაქში შესვლა აკრძალულია სასოფლო-სამეურნეო ტრაქტორებისთვის.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ადმინისტრაცია ადასტურებს, რომ მიხეილ ყაველაშვილი ირანში აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვის ცერემონიალს დაესწრება
გახარიას პარტიამ პარლამენტში ჩხუბზე გამოძიების მოთხოვნით პროკურატურას მიმართა
„თეგეტამ“ საგზაო-სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებს ბიზნესის მხარდაჭერის კონცეფცია გააცნო
დიდი ბრიტანეთი თავდაცვის ბიუჯეტს დამატებით 15 მილიარდი გირვანქით ზრდის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics