|
2025-01-02 11:54:00, 487 ნახვა
საზოგადოება
კულტურისა და სპორტის სამინისტრო გაიყო
2025 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდა „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ შეტანილი ცვლილებები, რომლის მიხედვითაც კულტურისა და სპორტის სამინისტროები იყოფა. ორივე სამინისტროს წლიური ბიუჯეტი 596 115 000 ლარია, საიდანაც კულტურის მიმართულებით 297 649 500 ლარი დაიხარჯება, სპორტზე კი 298 465 500 ლარი. სამინისტრორების გაყოფის შემდეგ კულტურის მინისტრი იქნება თინათინ რუხაძე, სპორტის მინისტრი კი მისი ამჟამინდელი მოადგილე შალვა გოგოლაძე. კულტურისა და სპორტის სამინისტროების ერთმანეთისგან გამიჯვნა „ქართულმა ოცნებამ“ რამდენიმე თვის წინათ გადაწყვიტა. ეს ინფორმაცია საზოგადოებას პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძე 2024 წლის 18 ოქტომბერს მიაწოდა, როცა დაასახელა კულტურისა და სპორტის ახალი მინისტრი, თინათინ რუხაძე. მაშინ მის პირველ მოადგილედ დაინიშნა შალვა გოგოლაძე. როგორც მაშინ ითქვა, სწორედ შალვა გოგოლაძე იქნება სპორტის მინისტრი. მე-11 მოწვევის პარლამენტში მხოლოდ „ქართული ოცნება“ შევიდა. ოთხივე ოპოზიციური პარტია, რომლებმაც ბარიერი გადალახა, არჩევნებს გაყალბებულს უწოდებს. იმავეს ფიქრობს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი. კულტურის და სპორტის სამინისტრო განათლების სამინისტროს 2021 წლის მარტში გამოეყო. მას შემდე 3,5 წელზე მეტი გავიდა, თუმცა სამინისტროს ამ დრომდე არ აქვს ვებსაიტი. საქართველოს მთავრობამ ჯერ კიდევ ბიძინა ივანიშვილის პრემიერ-მინისტრობის დროს, 2013 წლის 26 აგვისტოს მიიღო დადგენილება, რომელიც ყველა სამინისტროს ავალდებულებს საჯარო ინფორმაციის გამოქვეყნებას „საკუთარ (შესაბამის) ელექტრონულ რესურსზე“.
ტეხასის შტატში სკოლებში ბიბლიის სავალდებულო შესწავლა დამტკიცდა, გადაწყვეტილებას აშშ-ს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებენ
ყირიმში მასშტაბური ტყის ხანძარი გაჩნდა
სიკორსკიმ გააკრიტიკა პოლონეთის რეაქცია „თეთრი არწივის ორდენის“ სკანდალზე
გახარია - ქვეყანაში ოპოზიციაში ყოფნა დღეს ფიზიკური უსაფრთხოების რისკს უკავშირდება
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)