05:10 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-02 18:23:21, 558 ნახვა

საზოგადოება
ჰუმანითი ჯორჯია არასამთავრობო სექტორთან აქტიურ თანამშრომლობას გეგმავს

„ჰუმანითი ჯორჯიას“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მენეჯერი ნინო დარასელი საზოგადოებრივი ორგანიზაციების მხრიდან კომპანიის მიმართ გამოხატულ დაინტერესებას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ „ჰუმანითი ჯორჯია“ სრულად იზიარებს  ღიაობისა და გამჭვირვალობის პრინციპს და მზადაა ნებისმიერ დაინტერესებულ ორგანიზაციასთან მჭიდრო თანამშრომლობისთვის.

„სულ ახლახანს, გარკვეული კითხვებით მოგვმართა „საერთაშორისო–გამჭვირვალობა – საქართველომ“.  ცხადია, კომპანიამ მაქსიმალურად ამომწურავად უპასუხა მათ შეკითხვებს. ჩვენ მხოლოდ მივესალმებით არასამათავრობო სექტორის აქტიურობას. ინტერესის შემთხვევაში, მზად ვართ სექტორის ნებისმიერ წარმომადგენელთან მჭიდრო თანამშრომლობისთვის. საჯაროობა და გახსილობა ჩვენი კომპანიის პოლიტიკაა.  რა თქმა უნდა, მომავალშიც ამ ფორმატით გავაგრძელებთ თანამშრომლობას ყველა დაინტერესებულ ორგანიზაციასთან“, - განაცხადა დარასელმა.

მისი განმარტებით, საქართველოს მასშტაბით, პრაქტიკულად ყველა სააფთიაქო ქსელში, მომხმარებელს, არსებულ ანალოგებთან შედარებით მინიმუმ 30%–ით იაფად, უკვე შეუძლია „ჰუმანითის“ კარდიოლოგიური, გინეკოლოგიური, ანტიფუნგალური, ანთების საწინააღმდეგო–ტკივილგამაყუჩებელი, გაციების საწინააღმდეგო, გასტროენტეროლოგიური, ანტიჰისტამინური და ანტიბიოტიკური ჯგუფების პრეპარატები.

აღნიშნული ჯგუფების მედიკამენტებით მომარაგებულია ყველა ის მსხვილი სააფთიაქო ქსელი, ვისთანაც „ჰუმანითი ჯორჯიას“ შესაბამისი სახელშეკრულებო ურთიერთობა აკავშირებს, კერძოდ: ავერსი, იმპექს-ფარმა, PSP, სახალხო აფთიაქი, ფარმადეპო, ფარმ სახლი და GPC.

მსხვილი სააფთიაქო ქსელების წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ ბაზარზე ახალი მომწოდებლის გამოჩენით სააფთიაქო ქსელებში  მედიკამენტების არჩევანი კიდევ უფრო გაფართოვდება. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics