|
2024-12-24 15:56:13, 428 ნახვა
საზოგადოება
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის მეხანძრე-მაშველები საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სასწავლო ცენტრში გადამზადების კურსს გადიან
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის მეხანძრე-მაშველები საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სასწავლო ცენტრში გადამზადების კურსს გადიან. ამის შესახებ ინფორმაციას აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს. მათი ცნობით, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის სახანძრო-სამაშველო სამსახურის 32 მეხანძრე-მაშველი თბილისში, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სასწავლო ცენტრის ბაზაზე ერთთვიან გადამზადებას გადის. მათივე ინფორმაციით, სწავლება მოიცავს როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ ნაწილს. 30 საათიანი პროგრამის განმავლობაში, აეროპორტის მეხანძრე-მაშველებს უტარდებათ სპეციალური პრაქტიკული მომზადება, რომლის ფარგლებშიც მუშავდება ხანძრის ქრობის სხვადასხვა ტექნიკა, დაკვამლიანებიდან დაზარალებულის უსაფრთხოდ გამოყვანა და მაღალ ტემპერატურასთან ბრძოლა. ქუთაისის აეროპორტის მეხანძრე-მაშველების გადამზადების პროცესს დღეს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორი ირაკლი ქარქაშაძე დაესწრო.
25 ნოემბრიდან 27 დეკემბრის ჩათვლით, სასწავლო კურსის ფარგლებში მეხანძრე-მაშველები ხანძრისა და დაკვამლიანების დროს ადამიანების ძებნასა და დახმარებას, უსაფრთხოების წესების დაცვას და ინდივიდუალური დაცვის საშუალებების სწორად გამოყენებას შეისწავლიან. ასევე, დაღვრილი საწვავის სპეციალური ქაფით ჩაქრობას და მაღალი ტემპერატურის პირობებში (600-700OC) ხანძრის ლიკვიდაციას, რაც სპეციალურად მოწყობილ სიმხურვალის ოთახში ჩატარდება. სასწავლო პროგრამა მეხანძრე-მაშველებს საშუალებას მისცემს პრაქტიკული გამოცდილება მიიღონ და თავიანთი უნარები გაიუმჯობესონ.
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ერთ თვეში მეორე დარტყმა განახორციელა ნავთობის სატუმბი სადგურზე, რომელიც მოსკოვს საწვავს ამარაგებდა
ალიანსი: რეჟიმმა უნდა იცოდეს, რომ ელენეს ჯანმრთელობის დაზიანებისთვის მოუწევთ პასუხისგება
ირანი აშშ-ს დაბომბვის შემდეგ ბაჰრეინს დაესხა თავს
ტეხასის შტატში სკოლებში ბიბლიის სავალდებულო შესწავლა დამტკიცდა, გადაწყვეტილებას აშშ-ს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებენ
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)