20:48 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-12-24 15:07:10, 550 ნახვა

მსოფლიო
კიშინიოვში მაია სანდუს ინაუგურაცია გაიმართა

მოლდოვის დედაქალაქში კიშინიოვში, მოლდოვის პრეზიდენტის, მაია სანდუს ინაუგურაცია გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას „ეხო კავკაზა“ ავრცელებს.

მედიის ცნობით, სანდუმ რესპუბლიკის სასახლეში ფიცი დადო და მეორე ვადით მოლდოვის პრეზიდენტის თანამდებობა ოფიციალურად დაიკავა.

„დღეს გიბრუნდებით მადლიერებითა და პასუხისმგებლობით. თქვენ მომეცით ნდობა, რომ შემიძლია გავაგრძელო გზა, რომელიც ერთად დავიწყეთ 4 წლის წინ. მე ვიღებ ამ ახალ მანდატს პირველ რიგში თავმდაბლობით, მაგრამ ასევე მტკიცედ. 4 წლის წინ კარგ დროს დაგპირდით. ეს იყო გულწრფელი დაპირება, მაგრამ დრო რთული და მშფოთვარე გამოდგა. მოლდოვა რეგიონული და გლობალური კრიზისის ცენტრშია. პანდემიას მოჰყვა ფასების მატება, ენერგეტიკული კრიზისი, გაზის შანტაჟი, ახლა კი სიბნელის შანტაჟი. მაგრამ ყველა ეს კრიზისი ფერმკრთალია ჩვენს საზღვარზე სასტიკ ომთან შედარებით. ომმა, რომელმაც აიძულა მილიონობით ადამიანი, დაეტოვებინა საკუთარი სახლები, იმოქმედა ეკონომიკაზე და დატოვა თავისი კვალი ჩვენზე, როგორც ადამიანებზე“,- განაცხადა სანდუმ.

ცნობისთვის, მაია სანდუ პირველი პრეზიდენტია, რომელიც ზედიზედ ორჯერ აირჩიეს პირდაპირი კენჭისყრით. მან პრეზიდენტის ფიცი პირველად 2020 წლის 24 დეკემბერს დადო.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
კობახიძემ ივანიშვილის დაფუძნებულ ე.წ ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქს ბიუჯეტიდან 106 530 ლარი გამოუყო
ჟურნალისტ როგავამ ეჭვი შეიტანა დაკავებული სპეცრაზმელის თავდასხმაში მონაწილეობაში
ახალი კონფლიქტი: ვარშავამ კიევი ისტორიულ პროვოკაციაში დაადანაშაულა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics