05:09 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-02 13:08:13, 706 ნახვა

საზოგადოება
თბილისში, დადიანის ქუჩაზე, ახალაშენებულ კორპუსში 132 დევნილ ოჯახს ბინები გადაეცა

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა  სოზარ სუბარმა და  ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა   დიმიტრი ქუმსიშვილმა    132 დევნილ ოჯახს შეხვდნენ, რომლებსაც დადიანის ქუჩაზე ახალაშენებულ კორპუსში ბინები გადასცეს.

სამინისტრომ დადიანის ქუჩაზე არსებული 132 ბინა, მენაშენეებისგან საცხოვრებელი ფართების შესყიდვის ფარგლებში, შპს „ლით ჯეო ინვესტი“-სგან კონკურსის საფუძველზე შეიძინა.

დადიანის ქუჩა #7-ში, საცხოვრებელი ფართები დევნილ ოჯახებს, გრძელვადიანი განსახლების კრიტერიუმების შესაბამისად, გადაეცათ. 132 ბინიდან 84-ერთოთახიანია, 24-ოროთახიანი, ხოლო 24-სამოთახიანი.

დევნილთა და განსახლების სამინისტროს მიერ საბუთები გადაგზავნილია ეკონომიკის სამინისტროში, რის შემდეგაც დევნილი ოჯახებისთვის საცხოვრებელი ფართების დაკანონების საკითხს მთავრობა განიხილავს. მთავრობის განკარგულების გამოცემის შემდეგ, გაფორმდება ინდივიდუალური ხელშეკრულებები და 132 დევნილი ოჯახი საცხოვრებელ ფართის მესაკუთრე გახდება.

პირველად 2015 წელს, 22 წლიანი დევნილობის შემდეგ, თბილისში ახალაშენებულ კორპუსებში  ბინა 561 დევნილ ოჯახს გადაეცა, რის შედეგადაც 6 ნგრევადი ობიექტი დაიხურა. დადიანის ქუჩაზე, საცხოვრებელი ფართები ორ ნგრევად ობიექტში „კოლხეთსა“ და „აეროპორტის ჩასახლებაში“ მცხოვრებ დევნილ ოჯახებსაც გადაეცათ. დადიანის ქუჩაზე ბინები მიიღეს, როგორც აფხაზეთიდან ისე სამაჩაბლოდან დევნილმა ოჯახებმა.

2016 წელს, თბილისში მენაშენეების პროექტის ფარგლებში, დადიანის ქუჩაზე საცხოვრებელი ფართი კიდევ 200 დევნილ ოჯახს გადაეცემა.

 

 

 









ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics