19:22 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-12-21 14:00:36, 497 ნახვა

საზოგადოება
დედაქალაქში „საახალწლო სოფელი“ გაიხსნა

თბილისელებსა და დედაქალაქის სტუმრებს დღეიდან შესაძლებლობა აქვთ, ესტუმრონ „საახალწლოსოფელს“, სადაც მრავალფეროვანი გასართობი ღონისძიებები დახვდებათ. ამის შესახებ ინფორმაციას ბილისის მერია ავცელებს.

მერიის ცნობით, დედაენის ბაღში და იუსტიციის სახლის ავტოსადგომის მიმდებარედ არსებულ „საახალწლო სოფელში“მოწყობილია: ⁠სამეწარმეო და ⁠გასტრონომიული მარკეტები, გამოფენა-გაყიდვა „თბილისის საშობაო ბაზარი“, საბავშვო თემატური სივრცეები, ⁠⁠სანტას სახლი და სახელოსნო, ატრაქციონების პარკი, საციგურაო ყინულის მოედანი, თემატური დეკორაციები და ინსტალაციები.

„რაც შეეხება ორბელიანის მოედანს, აღნიშნულ ტერიტორიაზე მდებარე „საახალწლო სოფელში“მისულ სტუმრებს დახვდებათ: ⁠გასტრონომიული მარკეტი, „თბილისის საშობაო ბაზარი“, საახალწლო მატარებელი, თემატური დეკორაციები და ინსტალაციები, ⁠⁠ტკბილეულის ფესტივალი.

„საახალწლო სოფელში“ ყოველდღიურად გაიმართება:⁠ზღაპრის გმირების მსვლელობა, საბავშვო კონცერტები, საღამოს კონცერტები, ⁠⁠ღია კინოთეატრი, ⁠⁠თეატრალიზირებული წარმოდგენა/პერფორმანსები და ⁠⁠საბავშვო-გასართობი აქტივობები. 

„საახალწლო სოფელში“ ღონისძიებები 7 იანვრის ჩათვლით გაგრძელდება“,- ნათქვამია ინფორმაციაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ერთ თვეში მეორე დარტყმა განახორციელა ნავთობის სატუმბი სადგურზე, რომელიც მოსკოვს საწვავს ამარაგებდა
ალიანსი: რეჟიმმა უნდა იცოდეს, რომ ელენეს ჯანმრთელობის დაზიანებისთვის მოუწევთ პასუხისგება
ირანი აშშ-ს დაბომბვის შემდეგ ბაჰრეინს დაესხა თავს
ტეხასის შტატში სკოლებში ბიბლიის სავალდებულო შესწავლა დამტკიცდა, გადაწყვეტილებას აშშ-ს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics