|
2024-12-13 20:06:36, 450 ნახვა
პოლიტიკა
პრეზიდენტი - ე.წ. მერი გვიწყობს პროვოკაციას - ღონისძიება სწორედ ხვალ, სწორედ 19:00 საათზე, სწორედ პარლამენტთან, კარგად გვესმის, რას ემსახურება
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ხვალ, 14 დეკემბერს თბილისში, რუსთაველის გამზირზე დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხის ანთების ღონისძიებას მერის, კახა კალაძის მიერ დაგეგმილ პროვოკაციას უწოდებს. პრეზიდენტმა ცოტა ხნის წინ გამართულ საგანგებო ბრიფინგზე კალაძეს შესთავაზა, რომ ის, რაც საკანონმდელბო ორგანოს წინ არის დაგეგმილი, ორბელიანების სასახლის წინ გაიმართოს.
შეგახსენებთ, დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხე თბილისში, რუსთაველის გამზირზე 14 დეკემბერს, 19:00 საათზე აინთება. პარალელურად კი, რამდენიმე დღეა, ამავე ადგილზე საპროტესტო აქციები იმართება. თბილისი და საქართველოს სხვა დიდი ქალაქები, მათ შორის, ბათუმი, ზუგდიდი, ქუთაისი, საპროტესტო ტალღამ მას შემდეგ მოიცვა, რაც ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ გაახმოვანა მმართველი პარტიის გადაწყვეტილება, რომ ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დადგება. 28 ნოემბრიდან დღემდე, მთავრობის გადაწყვეტილება არაერთმა პროფესიულმა ჯგუფმა, მათ შორის განათლების, ხელოვნების, IT და ტექნოლოგიური სფეროს წარმომადგენლებმა გააპროტესტეს. აქციების დაწყებიდან დღემდე, პოლიციამ ასობით ადამიანი დააკავა, მათ შორის როგორც სისხლის სამართლის, ისე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის საფუძველზე. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, რუსთაველის გამზირზე, აქციების მიმდინარეობისას ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობის ან მასში მონაწილეობის, ძალადობრივი ქმედებისაკენ საჯაროდ მოწოდების, ასევე, აფეთქების მომზადების, პოლიციაზე თავდასხმისა და ნივთის დაზიანების ფაქტებზე, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე, 239-ე პრიმა, 187-ე, 353-ე პრიმა და 18-229-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს. შსს-ს თანამშრომლების მიერ გამოძიების ფარგლებში ამ დროისთვის დაკავებულია 30-ზე მეტი პირი. დაშავებულია ათობით ადამიანი, რომლებიც დაკავების შემდგომ სპეცრაზმელებისგან ფიზიკურ ანგარიშსწორებაზე უთითებენ. დაშავებულთა შორის არიან მედიის წარმომადგენლები. ერთ-ერთი ბოლო თავდასხმა მედიაზე 7 დეკემბერს მოხდა, როდესაც „TV პირველის“ ჟურნალისტ მაკა ჩიხლაძესა და ოპერატორ გიორგი შეწირულს თბილისში, ბესიკის ქუჩის მიმდებარედ ფიზიკურად გაუსწორდნენ.
თურქეთში ნატოს სამიტის წინ ჟურნალისტებისა და მასწავლებლების მასობრივი დაპატიმრებები მოხდა
ერთი ზეიმი, განსხვავებული კრიტიკა: კლინტონი, ბუში და ობამა აშშ-ში დემოკრატიის კრიზისზე საუბრობენ
როიტერი: ტრამპი ზელენსკის თურქეთში ნატოს სამიტის ფარგლებში შეხვდება
საწვავის კრიზისის ფონზე, ტრანსბაიკალიის მაცხოვრებლებს ჩინეთში საწვავის შევსებას სთავაზობენ.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)