18:13 - 06 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-12-08 01:14:46, 505 ნახვა

პოლიტიკა
მდინარაძე „TV პირველის“ გადამღებ ჯგუფზე - ამას ჰქვია გაუთვალისწინებელი ინციდენტი - 99%-იანი შანსია, რომ მიზანმიმართული პროვოკაცია იყო

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე „TV პირველის“ გადამღებ ჯგუფზე თავდასხმას „გაუთვალისწინებელ ინციდენტს“ უწოდებს.

მდინარაძის განცხადებით, „99%-იანი შანსია, რომ ეს იყო მიზანმიმართული პროვოკაცია ჩამქრალი მუხტის ფონზე“.

„ამას ჰქვია გაუთვალისწინებელი ინციდენტი, ამორალური ამავდროულად. ეს არის მავნებლობა. 99%-იანი შანსია, რომ ეს იყო მიზანმიმართული პროვოკაცია ჩამქრალი მუხტის ფონზე.

ვინც ეს გააკეთა, „TV პირველის“ ჟურნალისტზე შური იძია და ამით ჰგონია, „ოცნების“ ან ხელისუფლების მხარდაჭერა გამოხატა, პირიქით, მავნებელია, ვინც „ნაცების“ და აგენტების წისქვილზე ასხამს წყალს.

უმკაცრესად უნდა დაისაჯონ. კიდევ რაშია იცი საქმე? ერთი კვირა მინიმუმ ილაპარაკებენ ამაზე, აღარაფერი აღარ იქნება, არც ევროინტეგრაცია დააინტერესებთ და არაფერი, ძალადობის საფარქვეშ დაიწყეს ხალხის ბულინგი“,- განაცხადა მდინარაძემ.

შეგახსენებთ, დღეს, 8 დეკემბერს თბილისში, ბესიკის ქუჩაზე „TV პირველის“ ჟურნალისტ მაკა ჩიხლაძესა და ოპერატორ გიორგი შეწირულზე თავდასხმა განხორციელდა. ორივე მათგანი მძიმე დაზიანებებით ინგოროყვას კლინიკაშია გადაყვანილი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უპასუხისმგებლო და უნიჭო ცინიზმი - კირცხალიას გახარიას გუნდში უპასუხეს
ირაკლი კირცხალია - სენეგალში, დეპუტატმა ფეხმძიმე კოლეგას ჩაარტყა ფეხი - ბატონმა გიგა ფარულავამ წარმოადგინოს ორსულობის შესახებ ცნობა
Sky: პრინც ჰარის ბუკინგემის სასახლეში დარჩენის შესაძლებლობა ჩამოერთვა
ბაზისბანკის და საბვეის გემრიელი, ჯანსაღი და საიმედო პარტნიორობა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics