19:25 - 06 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-12-06 17:20:44, 476 ნახვა

პოლიტიკა
კალაძე სპეცრაზმელების ფოტოების გავრცელებაზე - ეს ფაშისტების ხელწერაა

ლიბერალური ფაშიზმი, რომელიც ჩვენს საზოგადოებაში სხვადასხვა ფორმით არის წარმოდგენილი, ერთად დგომით უნდა დავამთავროთ,- ასე ეხმაურება თბილისის მერი კახა კალაძე ჟურნალისტებთან საუბრისას სოციალურ ქსელში სპეცრაზმელების ვინაობისა და ფოტოების გავრცელების ფაქტებს.

კალაძე აცხადებს, რომ „ამ ადამიანების მისამართით წარმოუდგენელი ზეწოლა და შეურაცხყოფა ხდება, რაც კატეგორიულად მიუღებელია“. 

„ეს ფაშისტების ხელწერაა. ეს ლიბერალური ფაშიზმი, რომელიც ჩვენს საზოგადოებაში სხვადასხვა ფორმით არის დღეს წარმოდგენილი, ჩვენ ყველა შემთხვევაში ერთად დგომით უნდა დავამთავროთ. კატეგორიულად მიუღებელია, რომ როდესაც ვიღაცას სხვა მოსაზრება აქვს ამა თუ იმ საკითხზე, ამ ფორმით აბულინგებდე, შეურაცხყოფას აყენებდე, უვარდებოდე. უამრავი ადამიანი არის ასეთი ბულინგის მსხვერპლი. ბევრი ვერ უძლებს, თუმცა ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს ბულინგი დასრულდეს. უამრავი შემთხვევაა სოცმედიაშიც, განცხადებების დონეზეც, წარმოუდგენელი ზეწოლა და შეურაცხყოფა ხდება ამ ადამიანების მიმართ“,- აღნიშნა კახა კალაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უპასუხისმგებლო და უნიჭო ცინიზმი - კირცხალიას გახარიას გუნდში უპასუხეს
ირაკლი კირცხალია - სენეგალში, დეპუტატმა ფეხმძიმე კოლეგას ჩაარტყა ფეხი - ბატონმა გიგა ფარულავამ წარმოადგინოს ორსულობის შესახებ ცნობა
Sky: პრინც ჰარის ბუკინგემის სასახლეში დარჩენის შესაძლებლობა ჩამოერთვა
ბაზისბანკის და საბვეის გემრიელი, ჯანსაღი და საიმედო პარტნიორობა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics