|
2024-12-05 20:18:24, 455 ნახვა
საზოგადოება
ჩიქოვანი - ჩემს საცხოვრებელ სახლში ივანიშვილის „ომონი“ შევარდა, რომელიც ეძებს იმას, რაც არ არსებობს!
„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივან დიმიტრი ჩიქოვანის ინფორმაციით, სამართალდამცავები მის საცხოვრებელ სახლში შევიდნენ. როგორც ჩიქოვანი სოციალურ ქსელ „ფეისბუქზე“ წერს, „ეს არის პოლიტიკური დევნის კლასიკური ქრონიკა, რომელიც მხოლოდ ივანიშვილის რეჟიმის ჩამოქცევასთან ერთად დასრულდება“.
შეგახსენებთ, გუშინ, 4 დეკემბერს პოლიცია „კოალიცია ცვლილებისთვის“, ენმ-ის ახალგაზრდული ორგანიზაციისა და „დროას“ ოფისებშიც შევიდა. სამართალდამცველები იმყოფებოდნენ „ფეისბუქ-ჯგუფ“ „დაიტოვეს“ ადმინისტრატორის, ილია ღლონტის საცხოვრებელ სახლშიც. გუშინვე იყო დაკავებების სერიაც, მათ შორის პოლიციამ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა გვარამია და ენმ-ის ახალგაზრდული ორგანიზაციის 5 წევრი დააკავა. დღეს, 5 დეკემბერს კი, გავრცელდა ინფორმაცია, რომ თავდაცვის ყოფილი მინისტრის, დავით კეზერაშვილის საცხოვრებელ სახლში სამართალდამცავები იმყოფებოდნენ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ოფისებიდან და დაკავებული პირების პირადი ჩხრეკის შედეგად ნივთმტკიცებად ამოიღეს: ჩაფხუტები, აირწინაღები, დიდი რაოდენობით პიროტექნიკა, ელექტროგადამცემი მოწყობილობები, კომპიუტერული ტექნიკა, ე. წ. მოლოტოვის კოქტეილები, საღებავები, სხვადასხვა სახის ხსნარები, რომლებზეც დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)