|
2024-12-03 17:01:31, 428 ნახვა
პოლიტიკა
ფოიერვერკების ყველაზე მსხვილი შემომტან კომპანიაში საგადასახადო შევიდა, დიდი მაღაზიები კი დახურეს
კომპანია "სამ ძმაში" რომელიც საქართველოში ფოიერვერკების ყველაზე მსხვილი შემომტანია საგადასახადო შევიდა. :ექსპრესნიუსის" ინფორმაციით ფინანსური პოლიცია ამოწმებს დოკუმენტაციას და ფინანსურ კუთხეს. "ექსპრესნიუსი" კომპანიას დაუკავშირდა, კომპანიის წარმოადგენელმა განაცხადა, რომ ვრცელ განცხადებას მოგვიანებით გაავრცელებს. ამასთან ფინანსურმა პოლიციამ დახურა კომპანიის ხუთივე მაღაზია რომელიც თბილისშია განთავსებული. კომპანია "სამ ძმას" ფოირვერკები შემოაქვს, ჩინეთი, თურქეთი, იტალია, რუსეთი, უკრაინა, ტაილანდი. საჯარო ინფორმაციით კომპანიის დირექტორია აბელ კაპანაძე. ამასთან გავრცელებული ინფორმაციით, შემოსავლების სამსახურმა ლილოს ბაზრობაზე ის მაღაზიები და საწყობები დალუქა, სადაც საახალწლო პიროტექნიკა იყიდებოდა. ადგილზე მომუშავეები "პირველებთან" ყვებიან, რომ შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლები ლილოს ბაზრობაზე გვიან ღამით მივიდნენ და დიდწილად მაღაზიები ისე დალუქეს, რომ მეპატრონეებმაც არაფერი იცოდნენ. ბოლო დღეებში აქციებზე მომიტინგეები სპეცრაზმის წინააღმდეგ ფერად ბოლს და ფოიერვერკებს იყენებს, რათა სპეცრაზმისგან როგორმე თავი დაიცვან.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)