|
2024-12-03 15:36:39, 583 ნახვა
პოლიტიკა
საკონსტიტუციომ არჩევნების არაკონსტიტუციურად ცნობის შესახებ პრეზიდენტისა და 30 დეპუტატის სარჩელები არსებითად განსახილველად არ მიიღო
საკონსტიტუციო სასამართლომ 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნების კონსტიტუციურობის შესახებ პრეზიდენტის და 30 დეპუტატის კონსტიტუციური სარჩელები არსებით განსახილველად არ მიიღო. ამის შესახებ ნათქვამია განჩინებაში, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოს ოფიციალურ ვებგვერდზე ცოტა ხნის წინ გამოქვეყნდა. როგორც განჩინებაშია აღნიშნული, ის საბოლოოა და გასაჩივრებას, ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
განჩინებას თან ერთვის მოსამართლე გიორგი კვერენჩხილაძის განსხვავებული აზრი სარჩელების არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმასთან დაკავშირებით, სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც საზღვარგარეთ მყოფი ამომრჩევლების არჩევნებში მონაწილეობის ხელმისაწვდომობას შეეხება. ასევე განჩინებას თან ერთვის მოსამართლე თეიმურაზ ტუღუშის განსხვავებული აზრი სარჩელების არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმასთან დაკავშირებით, სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც კენჭისყრის ფარულობასა და საზღვარგარეთ მყოფი ამომრჩევლების არჩევნებში მონაწილეობის ხელმისაწვდომობას ეხება.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)