05:09 - 28 Jun, 2026
|
2024-12-01 22:42:40, 482 ნახვა
საზოგადოება
მოქალაქეების პროტესტი საზოგადოებრივ მაუწყებელთან დასრულდა - პრეზიდენტის ინტერვიუსთან დაკავშირებული მოთხოვნა დაკმაყოფილდა
მოქალაქეების პროტესტი საზოგადოებრივ მაუწყებელთან დასრულდა. საზმაუსთან შეკრებილი მოქალაქეების ერთ-ერთი მოთხოვნა იყო, რომ საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს მისცემოდა საეთერო დრო ინტერვიუსთვის. ცოტახნის წინ პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციასა და საზოგადოებრივ მაუწყებელს შორის შედგა კომუნიკაცია და საქართველოს პრეზიდენტის ინტერვიუ დაიგეგმება სამშაბათს, ან ოთხშაბათს ორბელიანების სასახლიდან პირდაპირ ეთერში. შეგახსენებთ, მოქალაქეები საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობასთან გუშინაც, იყვნენ, რის შემდეგაც "პირველი არხის" ეთერი მოქალაქეებს დაეთმო.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)