|
2024-12-01 15:13:31, 399 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე - ტრამპის ადმინისტრაციასთან ჩვენ გვქონდა არაპირდაპირი კომუნიკაცია და ველოდებით პირდაპირ კომუნიკაციას
ტრამპის ადმინისტრაციასთან ჩვენ გვქონდა არაპირდაპირი კომუნიკაცია და ველოდებით პირდაპირ კომუნიკაციას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ტრამპის ადმინისტრაციასთან ურთიერთობა მნიშვნელოვანია. „ჩვენი მხრიდან იყო კომუნიკაცია, იყო არაპირდაპირი კომუნიკაცია და ველოდებით პირდაპირ კომუნიკაციას. ეს არის რაც შემიძლია, გითხრათ. უფრო მეტს ვერ გეტყვით ეს არის შიდა სამზარეულო, გვქონდა არაპირდაპირი კომუნიკაცია და ჩვენი სურვილია, შედგეს პირდაპირი კომუნიკაცია. ჩვენთვის მთავარია ტრამპის ადმინისტრაცია, ეს არის მთავარი დანარჩენი ყველაფერი არის მეორეხარისხოვანი, როგორც იტყვის ტრამპი, იქნება ისე, მანამდე სხვა ვიღაც ამბობდა რაღაცას და იმას მიყვებოდა ჰელსინკის კომისია, რასაც იტყვის ტრამპი, იქნება ისე, ამიტომ ჩვენთვის მთავარია დონალდ ტრამპთან ურთიერთობა", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)