06:10 - 07 Jul, 2026
|
2024-12-01 03:41:07, 389 ნახვა
პოლიტიკა
აქციაზე დაშავდა ფოტოგრაფი ირაკლი გედენიძე და ოპერატორი გიორგი შეწირული, იგი სასწრაფომ გადაიყვანა
რუსთაველის გამზირზე, აქციის მიმდინარეობისას პირველი არხის ფოტორეპორტიორი ირაკლი გედენიძე დაშავდა. ირაკლი გედენიძე „თბილისი მარიოტის“ მიმდებარე ტერიტორიაზე მუშაობდა, რა დროსაც დაზიანება მიიღო. მას, სავარაუდოდ, პიროტექნიკა მოხვდა ფეხის არეში. ირაკლი გედენიძეს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა დახმარება გაუწია. მისი მდგომარეობა ამ დროისათვის დამაკმაყოფილებელია და აქციაზე მუშაობას აგრძელებს. ამასთან, რუსთაველის გამზირზე “ტვ პირველის“ გამომძიებელ ჟურნალისტთა ოფისის ტელეოპერატორი, გიორგი შეწირული დაშავდა. ოპერატორს დაზიანება ფეხის არეში აქვს მიყენებული. შეწირული სასწრაფო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა. სამართალდამცველებმა „თბილისი მარიოტთან“ არსებული ბარიკადებისაგან გზის სავალი ნაწილი გაათავისუფლეს.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)