|
2024-12-01 02:00:51, 365 ნახვა
პოლიტიკა
რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეთა სასტიკი დარბევა და დაკავება მიმდინარეობს
წყლის ჭავლის გაშვებისა და დარბევის პარალელურად, ძალოვნებმა აქციის მონაწილეების დაკავებები დაიწყეს. ზუსტი რაოდენობა ამ დროისათვის უცნობია, თუმცა არსებული ინფორმაციით სამი ადამიანი რობოკოპებმა პარლამენტის შენობის მიმდებარედ - ჭიჭინაძისა და ძმები ზუბალაშვილების ქუჩებიდან აიყვანეს. გაზი გაუშვეს ქაშუეთის ეკლესიის ეზოშიც. პარლამენტის ცენტრალურ შესასვლელთან ადგილი აქვს სპეცრაზმსა დააქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირებას. აქციის მონაწილეების დაკავებას სხვა მომიტინგეების მხრიდან პროტესტი ახლავს. პარლამენტის ცენტრალური შესასვლელის გარდა, ინციდენტებს აქვს ადგილი ჭიჭინაძისა და ჩიტაძის ქუჩებზეც. ამ დროისთვის საკანონმდებლო ორგანოს ოთხივე შესასვლელთან დაძაბული ვითარებაა. "ექსპრესნიუსის" კორესპონდენტიც ცნობით, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიიდან 4 არასრულწლოვანი დააკავეს. მათ შორის 14 წლის მოზარდია. ბლოგერი და აქტივისტი ბექა კვაჭანტირაძე აცხადებს, რომ არასრულწლოვანთა დაკავება მოხდა მის წინ. მისი ინფორმაციით, ერთ-ერთი არარსრულწლოვანი იყო 13 წლის მას სპეცდანიშნულების რაზმის წარმომადგენელმა თავში ქვა გაარტყა. რის შემდეგაც აქციის მონაწილეებმა მოზარდი სასწრაფო დახმარების მანქანამდე მიიყვანეს.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)