04:10 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-02-29 17:40:30, 653 ნახვა

საზოგადოება
კიდევ ერთი ემოციებით, სიკეთით და ახდენილი ოცნებებით სავსე დღე

Chris Botti-სა და Sting-ის LIVE კონცერტს სოლიდარობის ფონდის ბავშვები დაესწრნენ და მათთან ერთად სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს. ეს დაუვიწყარი საჩუქარი ბავშვებს „საქართველოს ბანკმა“ და SOLO Lifestyle-მა მოუმზადეს.  

თითოეული თქვენთაგანის თანადგომით გადარჩენილი - შოთა, ნიკა, ლოლიტა, ნანა, ქეთი და ვიქტორი - მოუთმენლად ელოდნენ ამ მართლაც საოცარ საღამოს. გვჯერა, რომ ეს დაუვიწყარი შთაბეჭდილებები მათ დიდხანს გაჰყვებათ.

აქვე გაწოდებთ იმ ემოციებს და შთაბეჭდილებებს, რომელიც ჩვენმა ნანიკომ გაგვიზიარა კონცერტის დასრულების შემდგომ.

„ძალიან მაგარი კონცერტი იყო! ყველას ძალიან გაგვიხარდა, ძალიან მაგარი საჩუქარი იყო ჩვენთვის ყველასთვის! მადლობა სოლიდარობის ფონდს და საქართველოს ბანკს“ – ნანიკო ტუღუში.

სოლიდარობის ფონდის ადმინისტრაცია მადლობას უხდის საქართველოს ბანკს, მის გენერალურ დირექტორს და სოლიდარობის ფონდის სამეთვალყურეო საბჭოს წევრს ირაკლი გილაურს. ასევე, მადლობას ვუხდით საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილეს და სოლიდარობის ფონდის კომისიის თავმჯდომარეს ნინო კობახიძეს.

თქვენ, ბავშვებს აუსრულეთ ის ნატვრა, რისი ახდენისაც არ სჯეროდათ. 

თითოეული თქვენთაგანის მხარდაჭერით, საქართველოს სოლიდარობის ფონდმა 215 სიმსივნით დაავადებული ბავშვისა და 22 წლამდე ასაკის ახალგაზრდის დიაგნოსტიკისა და მკურნალობის დაფინანსება დაამტკიცა, როგორც საქართველოში ასევე საზღვარგარეთ.

შემოგვიერთდით, სიკეთე გადამდებია. საქართველოს სოლიდარობის ფონდი





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics