23:26 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-11-26 11:22:56, 708 ნახვა

მსოფლიო
პაკისტანში ყოფილი პრემიერ-მინისტრის მხარდამჭერებსა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა - 119 ადამიანი დაშავდა და ერთი პოლიციელი დაიღუპა

პაკისტანში ყოფილი პრემიერ-მინისტრის, იმრან ხანის მხარდამჭერებსა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა, რის შედეგადაც 119 ადამიანი დაშავდა და ერთი პოლიციელი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს.

მედიის ცნობით, დაკავებული ყოფილი პრემიერ-მინისტრის მხარდამჭერები ისლამაბადში შესვლას ცდილობდნენ, რათა ქვეყნის პარლამენტთან მისი გათავისუფლება მოეთხოვათ, როდესაც უსაფრთხოების ძალებმა და პოლიციამ მათ წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს.

როგორც მედია იუწყება, პაკისტანის პოლიციამ იმრან ხანის 80-ზე მეტი მხარდამჭერი დააკავა.

ისლამაბადში შესვლა-გამოსვლა დროებით აკრძალულია მას შემდეგ, რაც ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა მხარდამჭერებს მისი გათავისუფლების მოთხოვნით დემონსტრაციისკენ მოუწოდა.

72 წლის იმრან ხანი 2023 წლის აგვისტოდან ციხეში იმყოფება და მის წინააღმდეგ 150-ზე მეტი სისხლის სამართლის საქმეა აღძრული, მათ შორის, ტერორიზმისა და კორუფციის ბრალდებით.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics