|
2024-11-23 12:45:58, 399 ნახვა
საზოგადოება
ქართული ღვინის წარდგენა ავსტრიაში, საერთაშორისო ფესტივალზე Orange Wine Festival-ი გაიმართა
ღვინის ეროვნული სააგენტოს და ავსტრიის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით, ქართული ღვინის მწარმოებელი 30-მდე კომპანია ავსტრიის დედაქალაქ ვენაში გამართულ ქარვისფერი ღვინოების ფესტივალში Orange Wine Festival-ში მონაწილეობდა. ამის შესახებ ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, Orange Wine Festival-ი წლის განმავლობაში რამდენჯერმე იმართება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. ფესტივალში ქართული ღვინის მარნების მონაწილეობა შესაძლებლობას იძლევა, რომ ქართული ღვინო ფართო მასშტაბით წარმოჩინდეს როგორც მომხმარებლების, ისე ღვინის საერთაშორისო ექსპერტებისა და ღვინით ვაჭრობის სფეროს წარმომადგენლების წინაშე. „წელს ფესტივალზე წარმოდგენილი იყო 100-ზე მეტი მწარმოებლის 350-მდე ღვინო მსოფლიოს 13 ქვეყნიდან: საქართველო, ავსტრია, ჩეხეთი, საფრანგეთი, იტალია, ხორვატია, უნგრეთი, პოლონეთი, ესპანეთი, სლოვენია, სერბეთი, სლოვაკეთი და დიდი ბრიტანეთი. ფესტივალი ხალხმრავალი იყო; სტუმრები განსაკუთრებულ ინტერესს იჩენდნენ ქართული ღვინის მიმართ. ვენაში გამართულ ფესტივალს ავსტრიის რესპუბლიკაში საქართველოს საქმეთა დროებითი რწმუნებული ალექსანდრე მაისურაძე დაესწრო. აღსანიშნავია, რომ ღვინის ეროვნული სააგენტოს საქმიანობის ერთ-ერთ ძირითად მიმართულებას საერთაშორისო ბაზრებზე ქართული ღვინის პოპულარიზაცია და ცნობადობის ამაღლება წარმოადგენს. სააგენტო ქართული ღვინის პოპულარიზაციის ხელშეწყობის ფარგლებში, 2013 წლიდან, ბაზრების დივერსიფიცირების მიზნით, სარეკლამო-მარკეტინგულ კამპანიებს აშშ-ში, ევროპისა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებში ინტენსიურად ახორციელებს“,- ნათქვამია ინფორმაციაში.
ლევან მაჭავარიანი და არჩილ გორდულაძე ბოდიშს იხდიან პარლამენტში ჩხუბისთვის
ინტერნეტ მემი პროტესტად გადაიქცა: „ტარაკნების პარტიამ“ ნიუ დელიში უვადო საპროტესტო აქცია დაიწყო
კობახიძემ უკრაინელ ბავშვებს უმასპინძლა რომლებმაც მამები ომში დაკარგეს
Axios: ტრამპი აღიარებს, რომ „ანკორიჯის სულისკვეთებას“ ტოვებს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)