|
2024-11-21 15:04:46, 366 ნახვა
საზოგადოება
ოთარ შამუგია აზიის განვითარების ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილე შოუჰოუნგ იანგს შეხვდა
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია აზერბაიჯანში, ქალაქ ბაქოში მიმდინარე გაეროს კლიმატის ცვლილების მხარეთა კონფერენციის (COP 29) ფარგლებში, აზიის განვითარების ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილე შოუჰონგ იანგს საქართველოს პავილიონში შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, მინისტრმა შეხვედრაზე ყურადღება გაამახვილა დასავლეთ საქართველოში სადრენაჟე სისტემების განვითარების პროექტის მნიშვნელობაზე. მინისტრის განცხადებით, მნიშვნელოვანია სადრენაჟე სისტემების მართვის საკანონმდებლო დონეზე მოწესრიგება და საჭირო ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება. დრენირებული ნიადაგი დამატებითი სასოფლო-სამეურნეო სავარგულების გაჩენის შესაძლებლობას იძლევა, რაც ხელს შეუწყობს დასავლეთ საქართველოში ფერმერთა ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას. როგორც შოუჰონგ იანგმა განაცხადა, საქართველოსთან თანამშრომლობა მრავალი წელია ნაყოფიერად მიმდინარეობს. სახეზეა პროგრესი სხვადასხვა სექტორში, მნიშვნელოვანია გავაძლიეროთ საქართველოს სოფლის მეურნეობის სექტორი, რომელიც ეფუძნება მდგრად განვითარებას, კლიმატის ცვლილებისადმი მდგრადობას და ბუნებრივი რესურსების ეფექტიან გამოყენებას. მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე ასევე ყურადღება გამახვილდა აზიის განვითარების ბანკთან თანამშრომლობის კიდევ ერთ მნიშვნელოვან კომპონენტზე - საქართველოს სოფლის მეურნეობის სარწყავი სისტემების მოდერნიზაციაზე. აღინიშნა, რომ კლიმატის ცვლილება მნიშვნელოვან გამოწვევებს ქმნის, განსაკუთრებით წყლის რესურსების მართვის მიმართულებით.
აზიის განვითარების ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილესთან შეხვედრას, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრთან ერთად, მინისტრის პირველი მოადგილე ნინო თანდილაშვილი და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ზურაბ პატარაძე ესწრებოდნენ.
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
ლევან მაჭავარიანი და არჩილ გორდულაძე ბოდიშს იხდიან პარლამენტში ჩხუბისთვის
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)