00:39 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-11-21 10:36:32, 410 ნახვა

მსოფლიო
კიევში აშშ-ის საელჩომ მუშაობა განაახლა

კიევში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ, რომელიც გუშინ დროებით დაიხურა, მუშაობა განაახლა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინაში აშშ-ის საელჩო ავრცელებს.

საელჩო აშშ-ის მოქალაქეებს ურჩევს, საჰაერო განგაშთან დაკავშირებით ადგილობრივი ხელისუფლების ინსტრუქციებს მიჰყვნენ და მითითების შემთხვევაში, დაუყოვნებლივ მოიძიონ თავშესაფარი.

"კიევში აშშ-ის საელჩომ დროებით შეცვალა ოპერაციები 20 ნოემბერს, პოტენციური გარდაუვალი საჰაერო თავდასხმის შესახებ ცნობების გამო. საელჩო კვლავ ღიაა და ფუნქციონირებს",- აღნიშნულია განცხადებაში.

შეგახსენებთ, გუშინ, 20 ნოემბერს უკრაინის დედაქალაქ კიევში, საჰაერო საფრთხის გამო, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, ესპანეთმა, იტალიამ და საბერძნეთმა საელჩოები დროებით დახურეს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics