00:37 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-11-15 16:42:45, 426 ნახვა

პოლიტიკა
ოკუპირებულ აფხაზეთში მომიტინგეები ე.წ. პარლამენტის შენობაში შეიჭრნენ [ვიდეო]

დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში მომიტინგეები ე.წ. პარლამენტის შენობაში შეიჭრნენ. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული სამთავრობო-პროპაგანდისტული მედია „რია ნოვოსტი“ ავრცელებს.

მედიის ცნობით, აქციის მონაწილეებმა ფანჯრები შეამტვრიეს და შენობაში ისე შევიდნენ.

მანამდე, ე.წ. პარლამენტის შენობასთან მთელი დღის განმავლობაში საპროტესტო აქცია მიმდინარეობდა.

შეგახსენებთ, დღეს, 15 ნოემბერს დროებით ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტში სოხუმს და მოსკოვს შორის „საინვესტიციო შეთანხმების პროექტის რატიფიცირება“ იგეგმებოდა, თუმცა იმის გამო, რომ  ე.წ. დეპუტატებმა დღის წესრიგი არ დაამტკიცეს, სხდომა ჩაიშალა. აქციის მონაწილეები „დეპუტატებისგან“ სხდომის გამართვას და პროექტის წინააღმდეგ ხმის მიცემას მოითხოვენ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპმა პუტინთან და შემდეგ ზელენსკისთან „გუშინ“ ახალი საუბრის შესახებ განაცხადა
მსახიობი სერგეი ბეზრუკოვი ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფება
გახარია: სანამ ოცნება იტყუება, ჩვენ ვიცავთ საქართველოს ინტერესებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში
„ფაშისტურ-ნაცისტურ“ დაჯგუფებაში მყოფს მოზარდს წამებისთვის თითქმის 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics