01:53 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-11-14 16:21:53, 475 ნახვა

მსოფლიო
გაეროში რუსეთის ელჩი - ტრამპის არჩევა რუსეთსა და აშშ-ის ახალი დიალოგის შესაძლებლობას ხსნის, თუმცა ვაშინგტონის მიზანი კვლავ მოსკოვის შეკავებაა

დონალდ ტრამპის არჩევა რუსეთსა და აშშ-ის ახალი დიალოგის შესაძლებლობას ხსნის, თუმცა ვაშინგტონის მიზანი კვლავ მოსკოვის შეკავება რჩება,- ამის შესახებ გაეროში რუსეთის ელჩმა, გენადი გატილოვმა განაცხადა.

როგორც გატილოვმა აღნიშნა, ერთადერთი ცვლილება, რომელიც შესაძლებელია, არის ქვეყნებს შორის დიალოგი, რომელიც ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში არ არსებობდა.

"შიდაპოლიტიკური ძვრების მიუხედავად, ვაშინტონი მუდმივად მისდევს მოსკოვის შეკავების მიზანს. ადმინისტრაციის შეცვლა ამას ნაკლებად ცვლის. ერთადერთი ცვლილება, რომელიც შესაძლებელია, არის ჩვენს ქვეყნებს შორის დიალოგი, რომელიც არ იყო ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში",- განაცხადა გატილოვმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics