03:09 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-11-12 10:15:06, 392 ნახვა

მსოფლიო
CNN - დონალდ ტრამპი სახელმწიფო მდივნის პოზიციაზე, სავარაუდოდ, მარკო რუბიოს დაასახელებს

ამერიკის შეერთებული შტატების ახლადარჩეული „რესპუბლიკელი“ პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სახელმწიფო მდივნის პორტფელს, სავარაუდოდ, ფლორიდის სენატორს, მარკო რუბიოს ჩააბარებს. ამის შესახებ CNN ორ ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით წერს.

ერთ-ერთმა წყარომ CNN-ს უთხრა, რომ შეერთებული შტატების 47-ე პრეზიდენტი სახელმწიფო მდივნის თანამდებობაზე რიჩარდ გრენელის კანიდატურასაც განიხილავდა, რომელიც წარსულში გერმანიაში აშშ-ის ელჩის თანამდებობას, ხოლო მისი პირველი ადმინისტრაციის დროს, ეროვნული დაზვერვის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის პოზიციას იკავებდა. წყაროს თქმითვე, ტრამპმა, ფლორიდის სენატორის მოკავშირეებთან არაერთი ზარისა და კონსულტაციის შემდეგ, არჩევანი მარკო რუბიოზე გააკეთა.

მეორე წყაროს თქმით, სანამ შეთავაზება ოფიციალურად იქნება გაკეთებული, ტრამპს შეუძლია, გადაიფიქროს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics