03:10 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-11-11 15:33:18, 427 ნახვა

მსოფლიო
შოლცი - მე და ტრამპი შევთანხმდით, რომ გვსურს, ევროპაში მშვიდობის დასაბრუნებლად ვიმუშაოთ

მე და პრეზიდენტად არჩეული დონალდ ტრამპი შევთანხმდით, რომ გვსურს, ვიმუშაოთ ევროპაში მშვიდობის დასაბრუნებლად,- ამის შესახებ გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი სოციალურ ქსელ X-ზე წერს და აღნიშნავს, რომ მას ამერიკის შეერთებული შტატების 47-ე პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან სატელეფონო საუბარი ჰქონდა.

როგორც შოლცი აღნიშნავს, ტრამპთან საუბრისას მან გამოთქვა სურვილი, რომ განაგრძოს წარმატებული თანამშრომლობა აშშ-სთან.

"მე და პრეზიდენტად არჩეული დონალდ ტრამპი შევთანხმდით, რომ გვსურს, ვიმუშაოთ ევროპაში მშვიდობის დასაბრუნებლად. სატელეფონო საუბრისას მე პირადად მივულოცე მას და აღვნიშნე, რომ გერმანიას სურს, განაგრძოს მისი წარმატებული თანამშრომლობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან",- წერს გერმანიის კანცლერი X-ზე.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics