23:10 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-11-11 11:18:57, 430 ნახვა

პოლიტიკა
პრეზიდენტი დელეგაციაზე - მათი აქ ჩამოსვლა, როცა საქართველო შედის ღრმა პოლიტიკურ კრიზისში, ევროპული მხარდაჭერის ნიშანია

მათი აქ ჩამოსვლა დღეს, როცა საქართველო შედის ღრმა პოლიტიკურ კრიზისში, არის კიდევ ერთხელ ნიშანი ევროპული მხარდაჭერის - იმის, რომ ევროპა ჩვენ ხელიდან არ გვიშვებს და ჯერ კიდევ სჯერა საქართველოსი და საქართველოს ხალხის ევროპულობის,- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა EU-ის 8 ქვეყნის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეების დელეგაციასთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

როგორც ზურაბიშვილმა აღნიშნა, საქართველოს ჰყავს ერთპარტიული ხელისუფლება, საპარლამენტო არჩევნები კი, „ერთპარტიულად გააყალბდა“.

„ეს არის ქვეყანა, სადაც საზოგადოება არის მართლაც ევროპული, დემოკრატიული და სამწუხაროდ, რომელსაც არ ჰყავს დემოკრატიული ხელისუფლება, რომელსაც ჰყავს ერთპარტიული ხელისუფლება, რომელიც დაეუფლა, პრაქტიკულად, ამ ქვეყნის ინსტიტუტებს და შედეგი მივიღეთ ამ არჩევნებში. ეს არის ერთპარტიულად მართული არჩევნები, სხვა დახმარებებით, მაგრამ ერთპარტიულად მართული და ერთპარტიულად გაყალბებული არჩევნები. ამიტომაც არის, რომ ჩვენ შევდივართ კრიზისში.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელის განცხადებებიდან გამომდინარე, ნათელი არის, რა გადაწყვეტილებას მიღებს. აქ არანაირი მოულოდნელობა არ შეიძლება, რომ იყოს. კრიზისი სახეზეა და ჩვენი მეგობრები აქ არიან, რომ ჩვენთან ერთად ვნახოთ, მოვიპოვოთ ის გზები, რითაც შეიძლება, საქართველო გამოვიდეს ამ კრიზისიდან და გამოვა ამ კრიზისიდან მხოლოდ რაღაც მომენტში და რაღაც ფორმით, სამართლიანი ფორმით, დავუბრუნდებით ახალ არჩევნებს იმისთვის, რომ საქართველომ მიიღოს ლეგიტიმური პარლამენტი, ლეგიტიმური მთავრობა და ლეგიტიმური ახალი პრეზიდენტი, როცა ამის დრო მოვა. ეს არის ჩვენი გზა. ჩვენი გზა არის სტაბილურობის, დემოკრატიის და ევროპის გზა. სხვა გზა საქართველოსთვის არ არსებობს და ჩვენი მეგობრები, ვინც აქ არიან, ამაში არიან ჩვენთან ერთად ღრმად დარწმუნებული“,- განაცხადა ზურაბიშვილმა. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
მარნეულში ავარიას მოტოციკლის მძღოლი ემსხვერპლა
ხოშტარია: დაწყებულია ტკივილის მართვა, რამაც დიდი შვება მომცა, ბევრად უკეთ ვგრძნობ თავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics