04:45 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-11-08 12:39:40, 433 ნახვა

მსოფლიო
ჰერცოგი - ამსტერდამში ისრაელელებზე თავდასხმა არის გამაფრთხილებელი ნიშანი ქვეყნებისთვის, რომლებიც თავისუფლების ღირებულებებს იცავენ

ამსტერდამში მომხდარი თავდასხმა არის გამაფრთხილებელი ნიშანი ქვეყნებისთვის, რომლებიც იცავენ თავისუფლების ღირებულებებს,- ამის შესახებ ისრაელის პრეზიდენტი ისააკ ჰერცოგი სოციალურ ქსელ X-ზე წერს.

როგორც ჰერცოგმა აღნიშნა, ენდობა ნიდერლანდების ხელისუფლებას, რომ „დაუყოვნებლივ იმოქმედებს და მიიღებს ყველა საჭირო ზომას თავდასხმის ქვეშ მყოფი ყველა ისრაელელის დასაცავად, მოსაძებნად და გადასარჩენად და ყველა საჭირო საშუალებით აღმოფხვრის ძალადობას ისრაელის მოქალაქეების წინააღმდეგ“.

"ვხედავთ საშინლად შოკისმომგვრელ ფოტოებსა და ვიდეოებს, რომლებსაც 7 ოქტომბრის შემდეგ, ვიმედოვნებდით, რომ აღარასდროს ვნახავდით: ანტისემიტური "პოგრომი", რომელიც ამჟამად მიმდინარეობს თელ-ავივის "მაკაბის" გულშემატკივრებისა და ისრაელის მოქალაქეების წინააღმდეგ ნიდერლანდებში, ამსტერდამის შუაგულში. 

ეს არის სერიოზული ინციდენტი, გამაფრთხილებელი ნიშანი ნებისმიერი ქვეყნისთვის, რომელსაც სურს, დაიცვას თავისუფლების ღირებულებები. სრულ მხარდაჭერას ვუცხადებ მთავრობებს შორის თანამშრომლობას და მჯერა, რომ ნიდერლანდების ხელისუფლება დაუყოვნებლივ იმოქმედებს და მიიღებს ყველა საჭირო ზომას თავდასხმის ქვეშ მყოფი ყველა ისრაელელისა და ებრაელის დასაცავად, ადგილმდებარეობის დასადგენად და გადასარჩენად და მათ წინააღმდეგ ძალადობის აღმოსაფხვრელად",- წერს ჰერცოგი.

შეგახსენებთ, ისრაელის მოქალაქეებზე ნიდერლანდების დედაქალაქ ამსტერდამში თავდასხმა განხორციელდა, რომლის შედეგადაც 10 ადამიანი დაშავდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics