04:45 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-11-07 21:34:29, 652 ნახვა

მსოფლიო
პესკოვი - უკრაინის კრიზისი ერთ ღამეში ვერ მოგვარდება - თუ აშშ-ის ახალი ადმინისტრაცია მშვიდობისკენ იქნება მიმართული ეს უკეთესი იქნება

უკრაინის კრიზისი ერთ ღამეში ვერ მოგვარდება,- ამის შესახებ კრემლის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

როგორც პესკოვმა აღნიშნა, თუ აშშ-ის ახალი ადმინისტრაცია მშვიდობისკენ იქნება მიმართული და არა ომის გაგრძელებისკენ, ეს უკეთესი იქნება.

"ჩვენ გვახსოვს ტრამპის დაპირება, ინაუგურაციამდე წარადგინოს რამე უკრაინის კრიზისის მოსაგვარებლად. რა თქმა უნდა, ცოტა გადაჭარბებულია, რომ ამას ერთ ღამეში შეძლებს. ამ პრობლემას ერთ ღამეში ვერაფერი განკურნავს, თუმცა ახალი ადმინისტრაცია მშვიდობისკენ თუ იქნება მიმართული და არა ომის გაგრძელებისკენ, ეს უკეთესი იქნება",- განაცხადა პესკოვმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics