06:10 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-11-07 09:10:09, 385 ნახვა

მსოფლიო
ბარაკ და მიშელ ობამები დონალდ ტრამპს გამარჯვებას ულოცავენ

ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტი ბარაკ ობამა და ყოფილი პირველი ლედი მიშელ ობამა “რესპუბლიკელ“ დონალდ ტრამპს აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას ულოცავენ და საგანგებო განცხადებას ავრცელებენ.

როგორც ობამების განცხადებაშია აღნიშნული, “დემოკრატიაში ცხოვრება არის იმის აღიარება, რომ საკუთარი შეხედულება ყოველთვის არ გაიმარჯვებს“.

“ახლა შედეგები ცნობილია და გვინდა, მივულოცოთ პრეზიდენტ ტრამპსა და სენატორ ვანსს გამარჯვება. აშკარაა, რომ ეს არ არის ის შედეგი, რასაც ჩვენ ვიმედოვნებდით, თუ გავითვალისწინებთ ჩვენ ღრმა უთანხმოებებს მთელ რიგ საკითხებზე “რესპუბლიკელებთან“ მიმართებაში. თუმცა, დემოკრატიაში ცხოვრება არის იმის აღიარება, რომ ჩვენი შეხედულება ყოველთვის არ გაიმარჯვებს და სურვილი, რომ მშვიდობიანად გადასცე ძალაუფლება.

ჩვენსავით დიდ და მრავალფეროვან ქვეყანაში, ჩვენ ყოველთვის არ ვიხილავთ ყველაფერზე თვალისმომჭრელ შედეგს, მაგრამ პროგრესი მოითხოვს ჩვენგან კეთილსინდისიერებასა და მადლიერებას - თუნდაც იმ ადამიანების მიმართ, ვისაც ღრმად არ ვეთანხმებით. ასე მოვედით აქამდე და ასე გავაგრძელებთ უფრო სამართლიანი, თანასწორი და თავისუფალი ქვეყნის აშენებას“,- ნათქვამია განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics