06:10 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-11-06 17:47:31, 406 ნახვა

მსოფლიო
კრისტერსონი - მნიშვნელოვანია, რომ შვედეთმა შეძლოს თანამშრომლობა აშშ-ის ადმინისტრაციასა და პრეზიდენტთან, რომელიც თანამდებობას იკავებს

მნიშვნელოვანია, რომ შვედეთმა შეძლოს თანამშრომლობა ადმინისტრაციასა და პრეზიდენტთან, რომელიც თანამდებობას იკავებს,- ასე ეხმაურება შვედეთის პრემიერ-მინისტრი ულფ კრისტერსონი „რესპუბლიკელი“ დონალდ ტრამპის ამერიკის შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას.

კრისტერსონის განცხადებით, შეერთებული შტატების პოლიტიკაში ამჟამად მთელი რიგი შემაშფოთებელი ტენდენციები შეინიშნება.

„დებატების მკაცრი და პოლარიზებული ტონი, კულტურული ომების ტენდენცია პოლიტიკურ საკითხებზე დომინირებისკენ. ვფიქრობ, ეს საშიში განვითარებაა.

კიდევ ერთი რისკი არის უკრაინის მიმართ ვალდებულებების შემცირება. უნდა აღინიშნოს, რომ ამჟამად აშშ უკრაინას უდიდეს სამხედრო დახმარებას უწევს. ჩვენ ამას ვაფასებთ, მადლიერები ვართ. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა ხაზი გავუსვათ ჩვენს სწრაფვას ტრანსატლანტიკური ვალდებულებების შენარჩუნებისკენ“,- ამბობს შვედეთის პრემიერ-მინისტრი. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics