06:08 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-11-05 09:49:34, 405 ნახვა

მსოფლიო
აშშ-ში დღეს საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება

ამერიკის შეერთებულ შტატებში დღეს, რიგით მე-60 საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება. ამის შესაებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

მედიის ინფორაციით, აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში ხმის მიცემის წინასწარი პროცედურით უკვე 81 მილიონზე მეტმა მოქალაქემ ისარგებლა.

საარჩევნო უბნები ყველაზე ადრე ვერმონტის შტატში იხსნება, ყველაზე გვიან - ჰავაის.   

ამერიკის მოქალაქეები და შემდგომ საარჩევნო კოლეგია განსაზღვრავს, ვინ მართავს ქვეყანას მომდევნო 4 წლის განმავლობაში - "დემოკრატიული პარტიის" კანდიდატი და ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი თუ ყოფილი პრეზიდენტი  და "რესპუბლიკელი პარტიის" კანდიდატი დონალდ ტრამპი.

საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებისთვის კანდიდატმა ამომრჩეველთა კოლეგიის წევრთა 538 ხმიდან, სულ მცირე, 270 ხმა უნდა მიიღოს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics