07:03 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-11-04 23:23:14, 426 ნახვა

პოლიტიკა
გორის ოლქის 15 უბანზე ბათილ ბიულეტენებს ხელახლა დათვლიან

გორის ოლქის თხუთმეტ უბანზე  ბათილი ბიულეტენების რაოდენობა გადაითვალონ. ამის შესახებ გადაწყვეტილება გორის სასამართლოს მოსამართლე ნინო გერგაულმა დღეს მიიღო.

მოთხოვნა სამართლიანი არჩევნების წარმომადგენელმა დააყენა. საჩივრის მიხედვით, მოთხოვნილი იყო, რომ გადათვლილიყო როგორც ბათილი, ასევე ნამდვილი ბიულეტენების რაოდენობა. მოსამართლე მხოლოდ ბათილი ბიულეტენების რაოდენობის გადათვლას დათანხმდა.

სამართლიანი არჩევნების წარმომადგენლის ცნობით, აღნიშნულ უბნებზე, სადაც ბათილი ბიულეტენები გადაითვლება, წინასწარი შედეგების ქვითარში ასახული მონაცემები არ ემთხვევა შემაჯამებელ ოქმში ასახულ მონაცემებს, რაც ძირითადად ბათილ ბიულეტენების რაოდენობაში გამოიხატება.

მაგალითად, 49-ე უბანზე, წინასწარი შედეგების ქვითარში აღნიშნულია, რომ ბათილი ბიულეტენების რაოდენობა შეადგეს 12-ს. შემაჯამებელ ოქმში კი აღნიშნულია, რომ მათი რაოდენობა 6-ია.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპმა პუტინთან და შემდეგ ზელენსკისთან „გუშინ“ ახალი საუბრის შესახებ განაცხადა
მსახიობი სერგეი ბეზრუკოვი ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფება
გახარია: სანამ ოცნება იტყუება, ჩვენ ვიცავთ საქართველოს ინტერესებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში
„ფაშისტურ-ნაცისტურ“ დაჯგუფებაში მყოფს მოზარდს წამებისთვის თითქმის 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics