06:10 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-11-04 18:12:04, 689 ნახვა

მსოფლიო
მოლდოვის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში მაია სანდუმ გაიმარჯვა

ხმების სრულად დათვლის შემდეგ ცნობილი ხდება, რომ მოლდოვის საპრეზიდენტო არჩევნებში ქვეყნის მოქმედმა პრეზიდენტმა, მაია სანდუმ გაიმარჯვა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

მოლდოვის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, სანდუმ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ხმების 55,33% მიიღო, ხოლო "სოციალისტების" წარმომადგენელმა, ალექსანდრე სტოიანოგლომ ხმების 44,67% მოიპოვა.

არჩევნებში აქტივობა 54% იყო. ყველაზე აქტიური ამომრჩევლები 36-დან 65 წლამდე იყვნენ.

შეგახსენებთ, მოლდოვაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური მას შემდეგ ჩატარდა, რაც 20 ოქტომბერს, არჩევების პირველ ტურში სანდუმ ხმების - 42.45%, ხოლო სტოიანოგლუმ 25.98% მიიღო.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics