06:10 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-11-04 11:25:22, 521 ნახვა

მსოფლიო
ზელენსკი - მოლდოველებმა მკაფიო არჩევანი გააკეთეს - ვულოცავ სანდუს გამარჯვებას

მოლდოველებმა მკაფიო არჩევანი გააკეთეს,- ასე ეხმაურება უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმერ ზელენკი მოლდოვის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს, რომლის მიხედვითაც, მეორე ტურში მოქმედმა პრეზიდენტმა, მაია სანდუმ გაიმარჯვა.

როგორც ზელენსკი სოციალურ ქსელ X-ზე წერს, მოლდოველებმა, ევროპა, ეკონომიკური ზრდისა და სოციალური სტაბილურობის გზა აირჩიეს.

"ვულოცავ მაია სანდუს მოლდოვას საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას. უკრაინა მხარს უჭერს მოლდოველი ხალხის ევროპულ არჩევანს და მზადაა, ერთად იმუშაოს ჩვენი პარტნიორობის გასაძლიერებლად.

მოლდოველებმა მკაფიო არჩევანი გააკეთეს - მათ აირჩიეს გზა ეკონომიკური ზრდისა და სოციალური სტაბილურობისკენ. მხოლოდ ჭეშმარიტ უსაფრთხოებასა და მშვიდობიან, გაერთიანებულ ევროპას შეუძლია, უზრუნველყოს თითოეული ადამიანისა და ყველა ოჯახის ნდობა, რომ შეხვდეს ხვალინდელ დღეს იმედით და რწმენით",- წერს ზელენსკი.

შეგახსენებთ, გუშინ, 3 ნოემბერს მოლდოვაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართა, რომელშიც ამ დროისთვის არსებული მონაცემების მიხედვით, ქვეყნის მოქმედმა პრეზიდენტმა, მაია სანდუ 55.25%-ით გაიმარჯვა. მისმა მოწინააღმდეგე ალექსანდრ სტოიანოგლუმ კი, ხმათა  44.75%-ის მოპოვება შეძლო.

აღსანიშნავია, რომ მოლდოვაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური მას შემდეგ ჩატარდა, რაც 20 ოქტომბერს, არჩევების პირველ ტურში სანდუმ ხმების - 42.45%, ხოლო სტოიანოგლუმ 25.98% მიიღო.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics