|
2024-11-03 14:50:05, 388 ნახვა
საზოგადოება
მიხეილ სარჯველაძე შაქრიანი დიაბეტი ტიპი 1-ის მქონე ბავშვების მშობლებს შეხვდა
ჯანდაცვის სამინისტროში, შაქრიანი დიაბეტი ტიპი 1-ის მქონე ბავშვების მშობლებთან, მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა. მხარეებმა, გლუკოზის უწყვეტი მონიტორინგის (CGM) სისტემებზე იმსჯელეს. როგორც ჯანდაცვის მინისტრმა აღნიშნა, ბენეფიციარები, უახლესი სისტემებითა და სენსორებით მარაგდებიან. ამასთან, მათივე ინტერესების გათვალისწინებით, დამატებითი საჭიროებების მიმართულებით, უწყება კვლავ აგრძელებს მუშაობას. მიხეილ სარჯველაძემ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ მათ, ვინც ინსულინის ტუმბოს (პომპა) იყენებს, სამინისტრო, პოპმპასთან თავსებადი CGM სისტემებით უზრუნველყოფს. შეხვედრას, ასევე, ესწრებოდნენ: ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თეა გიორგაძე, ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს დირექტორი კობა ზურაბიშვილი, დირექტორის მოადგილე ეკატერინე შარაძე, სტრატეგიული განვითარებისა და ანალიტიკის დეპარტამენტის უფროსი ლელა სულაბერიძე, ჯანმრთელობის დაცვის პოლიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ირინე ჯავახაძე, ექიმები და პაციენტთა ორგანიზაციის წარმომადგენლები. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)