|
2024-11-02 12:02:00, 382 ნახვა
საზოგადოება
ალექსანდრე დარახველიძემ ჯუნჯი ვაკუისთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძემ იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს (JICA) ხელმძღვანელთან - ჯუნჯი ვაკუისთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, შეხვედრას შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი - თემურ მღებრიშვილიც ესწრებოდა. მათივე ინფორმაციით, ალექსანდრე დარახველიძემ იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს (JICA) ხელმძღვანელს ახალ პოზიციაზე დანიშვნა მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა. “მხარეებმა საქართველოსა და იაპონიას შორის არსებულ მჭიდრო და ნაყოფიერ ურთიერთობებზე ისაუბრეს და სამართალდაცვით სფეროში თანამშრომლობის კიდევ უფრო გაძლიერების საკითხი განიხილეს. შეხვედრის ფარგლებში, ალექსანდრე დარახველიძემ მადლობა გადაუხადა იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს (JICA) ხელმძღვანელს სამინისტროს შესაძლებლობების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის. ამ მიმართულებით მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მხარდაჭერასა და იაპონიის მხარის მიერ განხორციელებულ წარმატებულ პროექტებზე, რომლის ფარგლებში სამინისტროს არაერთი წარმომადგენელი გადამზადდა კატასტროფების რისკების შემცირებისა და კიბერდანაშაულის პრევენციის მიმართულებით. შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა იმედი გამოთქვეს, რომ არსებული წარმატებული თანამშრომლობა ერთობლივი ძალისხმევით მომავალში კიდევ უფრო ინტენსიური გახდება“,- ნათქვამია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)