03:34 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-02-26 17:59:27, 792 ნახვა

ეკონომიკა
აჭარის ტურისტული პოტენციალი პოლონელების ყურადღების ცენტრშია

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა წელს პირველად რეგიონის ტურისტული პოტენციალი ვროცლავის მერვე ტურისტულ გამოფენაზე წარადგინა.

აჭარის სტენდზე ვიზიტორებს საშუალება ჰქონდათ აჭარა-ბათუმის ტურისტული პოტენციალის ამსახველ სარეკლამო-საინფორმაციო მასალებს გასცნობოდნენ და   დეპარტამენტის წარმომადგენლისგან მიეღოთ ინფორმაცია რეგიონის ტურისტული შესაძლებლობების, პროდუქტებისა და მარშრუტების შესახებ.  ვროსლავის გამოფენა მონაწილეთა და ვიზიტორთა ხალმრავლობით გამოირჩევა, რაც კიდევ უფრო შეუწყობს ხელს აჭარის რეკლამირებას პოლონურ ტურისტულ ბაზარზე. 

აღსაღნიშნავია, რომ ქალაქი ვროცლავი წელს ევროპის კულტურის ცენტრადაა დასახელებული და მნიშვნელოვანია, რომ ტურისტული გამოფენა ქვემო სილეზიის მარშალ ცეზარ ფშიბილსკთან ერთად აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძემ გახსნა. გამოფენის პარალელურად საგამოფენო სივრცეში დაგეგმილია აჭარის დღეების გამართვა, რომელშიც მონაწილეობას ანსამბლი „ხორუმი“ და ანსამბლი „ბათუმი“მიიღებს. გარდა ამისა, ვროცლავში იმართება ეკონომიკური ფორუმი „ვროცლავი-ბათუმი 2016“, რომელშიც აჭარის მთავრობის დელეგაცია რეგიონის ეკონომიკურ-ტურისტული პოტენციალის პრეზენტაციას გააკეთებს.  დელეგაციაში აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე მამია ბერძენიშვილიც იმყოფება. 

ვროცლავის ტურისტულ გამოფენაზე დეპარტამენტი რეგიონს  2 დღის განმავლობაში წარადგენს. წლის ბოლომდე კი აჭარის ტურიზმის  დეპარტამენტი პოლონეთის კიდევ ორ - კატოვიცესა და ვარშავას საერთაშორისო ტურისტულ გამოფენებში გეგმავს მონაწილეობის მიღებას.  

 









ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციები 2027 წლის ივლისის ბოლომდე გაახანგრძლივა
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
საიამ მზია ამაღლობელის პოლიტიკური ბრალდების საქმეზე სტრასბურგში მეოთხე საჩივარი წარადგინა
თბილისში კაცი დაჭრეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics