12:02 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-10-30 12:57:57, 410 ნახვა

პოლიტიკა
გვარამია - ქუჩა არის ერთადერთი ადგილი, სადაც სახელმწიფოს ბედი წყდება, როცა ყველა სხვა დემოკრატიული ინსტიტუტი მიტაცებულია

ქუჩა არის ერთადერთი ადგილი, სადაც სახელმწიფოს ბედი წყდება იმ ვითარებაში, როცა ყველა სხვა დემოკრატიული ინსტიტუტი მიტაცებულია,- ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში წერს.

გვარამიას განცხადებით, ქუჩა ძალადობას არ უდრის.

„ქუჩა არის სახალხო დემოკრატიის ყველაზე ძველი ფორმა და ის საჭიროდ რჩება ყველაზე ჩამოყალიბებულ ფუნდამენტურ დემოკრატიებშიც.

ქუჩა არც სტიქიურობა და დაუგეგმავობაა - თავისი განვითარების ხაზი, გონივრულობა და გეგმაზომიერება სჭირდება, როგორც ნებისმიერ შედეგზე ორიენტირებულ პროცესს.

ქუჩა არ უდრის ძალადობას. ქუჩა უდრის ხალხის აზრის დომინაციას და დემოკრატიის და სახელმწიფოს ხალხის მიერ დაბრუნებას, როცა ამას გართმევენ.

ქუჩა არც რომელიმე თაობის ან ჯგუფის პრივილეგიაა, ის ყველასია, რადგან დემოკრატია ყველას პრივილეგიაა, ხოლო მისი დაცვა - ყველას ვალდებულება“,- წერს გვარამია „ფეისბუქის“ გვერდზე.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„ალ ჯაზირამ“ ირანზე აშშ-ის ბოლო დარტყმები ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ ყველაზე მასშტაბურად შეაფასა
მრავალწლიანი ტყუილებისთვის ბოდიშს ვიხდით – უნგრეთის საზმაუმ საინფორმაციო გადაცემა შეაჩერა
თბილისის აეროპორტი: ჩვეულ რეჟიმში ვოპერირებთ, მხოლოდ 3 რეისი გადამისამართდა
პაპუაშვილი – იუნკევიჩიენეს მოასინჯინეს ნიადაგი ქართულ ეკლესიაზე თავდასხმისთვის, ახლა მნიშვნელოვანია მკაცრი რეაქცია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics