|
2024-10-26 19:59:25, 384 ნახვა
პოლიტიკა
საქართველოს მასშტაბით ხმის მიცემა შეწყდა
საქართველოს მასშტაბით ხმის მიცემა შეწყდა. 20 საათისთვის ყველა საარჩევნო უბანი დაიხურა. 17 საათის მონაცემებით, 17 საათისთვის არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 1768816 მოქალაქემ, რაც ამომრჩევალთა 50.6% -ია. რეგიონების მიხედვით, ოლქებში მოსული ამომრჩევლები ამდაგვარად გადანაწილდა: 17 საათისთვის სამეგრელო-ზემო სვანეთი 160651 ამომრჩეველი, რაც 47.84 %-ია. იმერეთი 264496 ამომრჩეველი რაც, 51.26 %ია. სამცხე-ჯავახეთი 75207 ამომრჩეველი რაც 52.38 % ია. კახეთი ამ დროისთვის ხმა მისცა 151339 ამომრჩეველმა რაც 51.33 %-ია. ქვემო ქართლი 169472 ამომრჩეველი რაც 42.29 % - ია. შიდა ქართლი119444 ამომრჩეველი რაც 50.67 % ია. რაჭა ლეჩხუმი 17989 ამომრჩეველი რაც 61.81 % ია. აჭარა 168233 მოქალაქემ მისცა ხმა, პროცენტულად 53.05 %. მცხეთა-მთიანეთი 46132 რაც 51.93 %-ია. თბილისი 540549 რაც 52.42 %-ს შეადგენს. 15:00 საათის მონაცემებით, საარჩევნო უბნებზე 1 454 837ამომრჩეველი მივიდა, რაც 41.62%-ს შეადგენს. ამომრჩევლებს საერთო ჯამში 3 111 საარჩევნო უბანი ემსახურება. საქართველოში გახსნილია 3 044 უბანი, მათ შორის 13 გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი უბანი, საიდანაც 12 პენიტენციურ დაწესებულებებში, 1 კი ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრშია გახსნილი. რაც შეეხება საზღვარგარეთ შექმნილ უბნებს - 42 ქვეყნის 53 ქალაქში შექმნილია 67 საარჩევნო უბანი. ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით არჩევნები საქართველოში 2 263 უბანზე ტარდება, დანარჩენ უბნებზე, ასევე საზღვარგარეთ, კენჭისყრა ტრადიციული წესით იმართება. საარჩევნო პროცესს დააკვირდება 76 საერთაშორისო ორგანიზაციის 1 700-ზე მეტი დამკვირვებელი, 111 ადგილობრივი ორგანიზაციის 23 000-ზე მეტი დამკვირვებელი, ასევე პროცესს გააშუქებს 199 მედია ორგანიზაციის 2 800-ზე მეტი წარმომადგენელი
ტრამპი: აშშ ირანზე ახალი დარტყმებისთვის ემზადება
ტრამპი: აშშ უკრაინას Patriot-ის სისტემებისა და რაკეტების წარმოების ლიცენზიას მისცემს
„მოიწვიე ფინედუ კლასში“ - საქართველოს ბანკის მხარდაჭერით გამართულ ფინანსური განათლების გაკვეთილებს 1000-ზე მეტი მოსწავლე დაესწრო
ნატოს სამიტზე სტარმერმა ევროპას შორი მოქმედების იარაღისთვის 50 მლრდ-იანი გეგმა წარუდგინა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)