|
2024-10-26 11:30:25, 352 ნახვა
პოლიტიკა
კალაძე - რადიკალური ძალები განწირულნი არიან მარცხისთვის და ეცდებიან თავი დღის ბოლომდე სპეკულაციებით გაიტანონ
არავის მივცემთ შესაძლებლობას უბნები აურიონ. ყველა მოქალაქე საკუთარ არჩევანს მშვიდ ვითარებაში გააკეთებს,- ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მედიასთან ისაუბრა, მას შემდეგ რაც საარჩევნო უბანზე ხმა მისცა. კახა კალაძის თქმით, საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიციურ ძალებს შანსები არ აქვთ, შესაბამისად, ისინი სპეკულაციებს მიმართავენ და ეცდებიან, საარჩევნო უბნებზე დაძაბულობა შექმნან. "მაქსიმალურად შეეცდებიან, რომ უბნებზე გამოგონილი თემებით სიტუაცია დაძაბონ. ჩვენ ამისთვის მზად ვართ. ძალიან ბევრი დამკვირვებელი არის და არავის მივცემთ შესაძლებლობას მოხდეს უბნების არევა. ამ ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს ექნება შესაძლებლობაა, მშვიდ ვითარებაში გააკეთოს საკუთარი არჩევანი. რაც შეეხება ამ რადიკალურ ძალებს, ისინი განწირულნი არიან მარცხისთვის. იციან, რომ მათ არანაირი შანსი არ აქვთ და ამ პატარა წვრილმანი ხულიგნობით ეცდებიან, შექმნან რაღაც სურათი. მაგალითად, წინა დღეებში პირადობის მოწმობებზე ჰქონდათ რაღაც აქცენტი გაკეთებული და გამოიკეთა, რომ ეს არის ტყუილი და სპეკულაცია. ამ ტიპის ქმედებებით ეცდებიან გაიტანონ თავი დღის ბოლომდე",- აღნიშნა კახა კალაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)