|
2024-10-25 17:08:21, 378 ნახვა
პოლიტიკა
„იპოთეკით და მევახშეებისგან დაზარალებულთა გაერთიანებამ“ ბრიფინგი გამართა!
“იპოთეკით და მევახშეთა დაზარალებულთა გაერთიანება” ბრძოლის ახალ ეტაპზე გადადის! - გაერთიანების იურისტებმა დღეს, “სფერო ჰოლდინგის” სათაო ოფისში, სპეციალური განცხადება გააკეთეს. იურისტები, მევახშეებთან ერთად, მათ წარმომადგენლებისა და უფლებადამცველების მხილებას აქტიურად განაგრძობენ, რომელთა რიგებში საზოგადოებისთვის კარგად ნაცნობი უფლებადამცველები და პოლიტიკოსები ერთიანდებიან. დღევანდელ ბრიფინგზე, “იპოთეკითა და მევახშეებისგან” დაზარალებულთა გაერთიანების იურისტებმა, მევახშესთან ალიანსში მყოფი, პოლიტიკოსი კახა კუკავა ამხილეს. იურიდიული დეპარტამენტის წარმომადგენელმა, კონკრეტული მტკიცებულებებიც წარადგინა, გაერთიანების მთავარი "მესიჯი" მკაფიოა, მევახშეებსა და მათ წარმომადგენლებს, ეძლევათ ერთთვიანი ვადა იმისთვის, რომ დაზარალებულებს თაღლითური გზით წართმეული უძრავი ქონებები დაუბრუნდეთ. "იპოთეკითა და მევახშეებისგან" დაზარალებულთა გაერთიანების იურისტები უკვე წლებია, მევახშეებისგან მოტყუებულ მოქალაქეებს სრულიად უსასყიდლოდ იურიდიულ კონსულტაციებს უწევენ და მათ ინტერესებს სასამართლოს ყველა ინსტანციაში იცავენ! ისინი გამომძიებელ ჟურნალისტებთან და "დამოუკიდებელ საგამოძიებო“ პალატასთან ერთად ამხელენ მევახშეებს, თაღლითურ სქემებს შიფრავენ და სააშკარაოზე ყველასთვის დაფარული საქმეები გამოაქვთ!
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)