|
2024-10-25 13:20:55, 397 ნახვა
პოლიტიკა
პაპუაშვილი - დამკვირვებლად რეგისტრირებული „ენჯეოებიდან“ 36% დაკავშირებულია ოპოზიციასთან, 16%-ის კამპანია „ოცნების“ წინააღმდეგაა
ჩვენ გვქონდა ბრიფინგი, სადაც უკვე დამკვირვებლად რეგისტრირებულ „ენჯეოებში“ აღმოვაჩინეთ, რომ 36% ამ ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციებისა, პირდაპირ არის დაკავშირებული ოპოზიციურ პარტიებთან,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა. პაპუაშვილის თქმით, ამ ორგანიზაციების დამფუძნებლები, ან წამყვანი თანამდებობის პირები, ან ოპოზიციის აქტივისტები, ან ოპოზიციური პარტიების შემომწირველები არიან. მისივე მტკიცებით, ორგანიზაციების 16% „ქართული ოცნების“ საწინააღმდეგო კამპანიას აწარმოებს. „ამ ორგანიზაციებში ან ოპოზიციის პარტიის პარტიის აქტივისტები, ლიდერები არიან დამფუძნებლები და წამყვანი პირები, ან ოპოზიციის შემომწირველები არიან. ანუ, პირდაპირ დასტურდება, რომ ეს 36% არის დაკავშირებული ოპოზიციასთან. 16% არის ორგანიზაციები, რომლებიც პირდაპირ აწარმოებენ კამპანიას „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ, ანუ, არჩევნებში მონაწილე ერთი პარტიის წინააღმდეგ არიან ჩართული კამპანიაში, რაც ჯამში გვაძლევს ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების 52 %-ს, რომლებიც არიან მიკერძოებული და რა თქმა უნდა, მათგან მოსალოდნელი არ არის, რომ რამე ობიექტური დასკვნა იქნება“,- ამბობს პაპუაშვილი.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)