|
2024-10-24 12:23:34, 410 ნახვა
პოლიტიკა
ოქრიაშვილი - მივმართავ პარტნიორებს, დასანქცირდნენ მოძალადეები - მივმართავ პროკურატურას, გამოიძიონ ამომრჩეველზე ზეწოლის საქმეები!
არჩევნების მოახლოებასთან ერთად, მუქარამ მასობრივი ხასიათი მიიღო, ხშირ შემთხვევაში, მოსახლეობას ურეკავენ და სატელეფონო ზარის მეშვეობით ემუქრებიან,- ამის შესახებ ოპოზიციონერი დეპუტატი კახა ოქრიაშვილი აცხადებს. ოქრიაშვილი მოუწოდებს პარტნიორებს, რომ „მოძალადეები“ დასანქცირდნენ. ოპოზიციონერი დეპუტატი ასევე მოუწოდებს პროკურატურას, რომ „ზეწოლის საქმეები“ გამოიძიოს. „არჩევნების მოახლოებასთან ერთად, კიდევ უფრო მეტად გამოიკვეთა და გაძლიერდა მოსახლეობის დაშინების მცდელობა, განსაკუთრებით მასწავლებლების, საჯარო სექტორში დასაქმებული სხვადასხვა პროფესიის მქონე ადამიანების და იმ მოქალაქეების, ვინც სოციალურ შემწეობას იღებს. მათ მიმართ მუქარამ მასობრივი ხასიათი მიიღო, ხშირ შემთხვევაში, მოსახლეობას ურეკავენ და სატელეფონო ზარის მეშვეობით ემუქრებიან. რა შეგვიძლია დავუპირისპიროთ ამ დაშინებას?! მოგმართავთ ყველას, მობილური ტელეფონების უმრავლესობას აქვს ჩანაწერის გაკეთების ფუნქცია, ჩაიწერეთ ეს მუქარა, მოგვაწოდეთ და ყველაფერს გავაკეთებთ, რათა მოძალადეებს პასუხი ვაგებინოთ. მივმართავ ჩვენს პარტნიორებს, დასანქცირდნენ მოძალადეები, მივმართავ პროკურატურას - მოხდეს იდენტიფიცირება და გამოიძიონ ზეწოლის საქმეები, რათა 26 ოქტომბრის შემდეგ ახალმა, რეფორმირებულმა სასამართლომ, განიხილოს და დააყენოს ამ მოძალადეების პასუხისმგებლობის საკითხი. შეგახსენებთ, ხმის მიცემა ფარულია, ჩვენი არჩევანი სრულიად კონფიდენციალურია და ვერავინ გაიგებს, ვის მივეცით ხმა, თუ თავად არ გავამხელთ. ყველას გელოდებით არჩევნებზე 26 ოქტომბერს - გავთავისუფლდეთ ცრუ დაპირებებისგან და ყალბი ოცნებებისგან!“ - აცხადებს კახა ოქრიაშვილი.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)