08:40 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-10-24 12:07:02, 468 ნახვა

მსოფლიო
ტრამპი - პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში, სომხეთს და აზერბაიჯანს შორის მშვიდობას აღვადგენ

პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში, სომხეთს და აზერბაიჯანს შორის მშვიდობას აღვადგენ,- ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილმა პრეზიდენტმა და “რესპუბლიკური პარტიის“ პრეზიდენტობის კანდიდატმა, დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში დაწერა.

როგორც ტრამპი წერს, მთელ მსოფლიოში ქრისტიანები არ იქნებიან უსაფრთხოდ, თუ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი და პრეზიდენტობის კანდიდატი კამალა ჰარისი აშშ-ის პრეზიდენტი გახდება.

"კამალა ჰარისს არაფერი გაუკეთებია, როდესაც 120 000 სომეხ ქრისტიანს საშინლად დევნიდნენ და იძულებით გადაასახლეს არწახში. ქრისტიანები მთელ მსოფლიოში არ იქნებიან უსაფრთხოდ, თუ კამალა ჰარისი იქნება შეერთებული შტატების პრეზიდენტი. პრეზიდენტი როდესაც ვიქნები, მე დავიცავ დევნილ ქრისტიანებს, ვიმუშავებ ძალადობისა და ეთნიკური წმენდის შესაჩერებლად და ჩვენ აღვადგენთ მშვიდობას სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის",- განაცხადა დონალდ ტრამპმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ აშშ-სა და ირანს შორის ტექნიკური მოლაპარაკებები მიმდინარეობს
უკრაინამ Rheinmetall-ისგან 155 მმ-იანი საარტილერიო ჭურვები შეუკვეთა
უკრაინამ და შვედეთმა 16 Gripen E გამანადგურებლის შესყიდვის შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი
ღალიბაფი: თუ აშშ უარს იტყვის დიალოგის გზით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე, ჩვენ ომისთვის მზად ვართ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics