|
2024-10-23 13:10:48, 370 ნახვა
პოლიტიკა
მდინარაძე - თბილისი რომ თავის სიტყვას იტყვის, შეიძლება, დამამშვიდებლები დასჭირდეთ
დილიდან, თურმე, ისტერიკაშია „ნაცტელევიზიები“, ხალხი მოჰყავთ რეგიონებიდანო. დიახ, ვისაც წამოსვლა უნდა, მთლად ყველას ვერა, მაგრამ მათი მნიშვნელოვანი ნაწილის ტრანსპორტირებას უზრუნველვყოფთ, ნუ ღელავთ ასე,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში წერს. მდინარაძის განცხადებით, „თბილისი რომ თავის სიტყვას იტყვის, იმაზე შეიძლება, მართლა დამამშვიდებლები დასჭირდეთ“. „დილიდან, თურმე, ისტერიკაშია „ნაცტელევიზიები“, ხალხი მოჰყავთ რეგიონებიდანო. დიახ, ვისაც წამოსვლა უნდა, მთლად ყველას ვერა, მაგრამ მათი მნიშვნელოვანი ნაწილის ტრანსპორტირებას უზრუნველვყოფთ, ნუ ღელავთ ასე. რეგიონები ადარდებთ და თბილისი რომ თავის სიტყვას იტყვის, იმაზე შეიძლება, მართლა დამამშვიდებლები დასჭირდეთ. მაგრამ რა დაამშვიდებთ - მათი ხუთნომრიანი მთავარი პარტიაც კი, იმდენ ხმას ვერ მიიღებს, რამდენი ადამიანიც იქნება დღეს აქციაზე!" - წერს მდინარაძე. შეგახსენებთ, დღეს, 23 ოქტომბერს თბილისში, თავისუფლების მოედანზე „ქართული ოცნება“ საარჩევნო კამპანიის დასკვნით ღონისძიებას მართავს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)