|
2024-10-23 11:08:02, 385 ნახვა
საზოგადოება
მერია - ზღვისუბნის პარკში, ფერდზე ცენტრალური მილი დაზიანდა, რის გამოც, წყალმა ზედაპირული მიწა საფეხმავლო ბილიკზე ჩამოიტანა
თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის ცნობით, ზღვისუბნის პარკში, რომელაშვილის ქუჩის მიმდებარედ, ფერდზე წყლის ცენტრალური მილი დაზიანდა, რის გამოც, წყალმა ზედაპირული მიწა საფეხმავლო ბილიკზე ჩამოიტანა. როგორც საქალაქო სამსახურის განცხადებაშია ნათქვამი, ამ ეტაპზე, წყლის მილის შეკეთება და ტერიტორიის დასუფთავება მიმდინარეობს. „სოციალურ ქსელებში გავრცელებული ვიდეომასალის საპასუხოდ გაცნობებთ, რომ ზღვისუბნის პარკში, რომელაშვილის ქუჩის მიმდებარედ, ფერდზე დაზიანდა წყლის ცენტრალური მილი, რის გამოც, წყალმა ზედაპირული მიწა ჩამოიტანა საფეხმავლო ბილიკზე. შემთხვევის შესახებ თბილისის მერიის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებმა დაუყოვნებლივ აცნობეს კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერს“ (GWP) და წყალი რამდენიმე წუთში გადაიკეტა. ამ ეტაპზე, მიმდინარეობს წყლის მილის შეკეთება და ტერიტორიის დასუფთავება“,- აღნიშნულია ოფიციალურ განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)