23:39 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-10-22 11:42:18, 362 ნახვა

პოლიტიკა
ვაშაძე - ივანიშვილი დასრულებულია - მას ვადა გაუვიდა

ბიძინა ივანიშვილი დასრულებულია, ბიძინა ივანიშვილს ვადა გაუვიდა,- ასე ეხმაურება “ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ვაშაძე “ქართული ოცნების“ დამფუძნებლისა და საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის გუშინდელ ინტერვიუს.

მისი თქმით, “ბიძინა ივანიშვილის გუშინდელი განცხადება, მისი საუბარი მიუთითებს, რომ მან კარგად იცის, მარცხდება ამ არჩევნებში და ერთადერთი, რასაც ნერვიულობს, არის ის, რომ დიდძალ ქონებას კარგავს“.

“ბატონო ბიძინა თქვენი დრო დამთავრდა, შეეშვით ამ ქვეყანას, დაანებეთ თავი. თქვენ ხომ კარგად იცით, რომ წაგებული გაქვთ ეს არჩევნები. გუშინდელი მთელი თქვენი საუბარი იმის მტკიცებულებაა, რომ თქვენ მარცხდებით და რაც უფრო ადრე შეეგუებით ამ მარცხს, მით უკეთესი იქნება...

თქვენ ისიც კარგად იცით, რომ 14 მილიარდი რომელიც საქართველოსთვის არის გამზადებული, თქვენ აფერხებთ ამ თანხის მიღებას. ამიტომაა, რომ ასე განიცდით თქვენ და თქვენი თანაგუნდელები ამაზე საუბარს. თქვენი დრო დამთავრდა, 26 ოქტომბერს ჩვენ მოვაშორებთ თქვენს ხელისუფლებას, წავალთ სწრაფად ევროკავშირისკენ, მოვიზიდავთ 14 მილიარდს და ქვეყანა წავა წინ. დამთავრდა, ვადა გაგივიდათ უკვე, შეეშვით ამ ქვეყანას, შეეშვით ამ აბსურდების საუბარს...

მოკლე შეჯამება თქვენი ინტერვიუსი არის, რომ თქვენ იცით, რომ მარცხდებით, თქვენ იცით, რომ თქვენი დრო დამთავრდა, ვადა გაგივიდათ და შეეშვით საქართველოს, წინ ევროკავშირისკენ“,- განაცხადა ვაშაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
მარნეულში ავარიას მოტოციკლის მძღოლი ემსხვერპლა
ხოშტარია: დაწყებულია ტკივილის მართვა, რამაც დიდი შვება მომცა, ბევრად უკეთ ვგრძნობ თავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics