01:50 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-02-25 19:12:25, 673 ნახვა

საზოგადოება
თიბისი არტ გალერეა გამოფენას „ჩემი სახლი" მასპინძლობს

თიბისი არტ გალერეაში გამოფენა „ჩემის სახლი" გაიხსნა.

ექსპოზიცია სპეციალურად იტალიური საერთაშორისო არტ-პროექტისთვის - Vico  Vitri  Arte შექმნილი მულტიმედიურიპროექტის  გაგრძელებაა, რომელიც 2015 წლის დეკემბერში პიზის პროვინციაში, XII საუკუნის უპიცინიგის  კოშკშიგამოიფინა.

"ჩემი სახლი"  თანამედროვე  ქართველი და უცხოელი  მხატვრების ნამუშევრებს აერთიანებს. გამოფენაზე მამიამალაზონიას, ირაკლი სუთიძის, მარიამ იზორიას, ალექსანდრე მიქაძის, გუგა კოტეტიშვილის, ლევან დადიანის, ბრისმატეის, გერჰარდ შაბელისა და ჰუსეინ ჰაქვერდის  ნამუშევრებია  წარმოდგენილი.

პროექტის დასახელება - "ჩემი სახლი" შემთხვევითი არ არის, რადგან მისი კონცეფცია მთლიანად ქვეყნის, მისიიდენტობისა და კულტურის დემონსტრირებაა. გამოფენა საერთაშორისო დამთვალიერებლისათვის იმ ღირებულებათაგაზიარებას გულისხმობს, რითიც საუკუნეების მანძილზე არსებობს და ვითარდება  ქართული კულტურა.

პროექტის ავტორი ხელოვნებათმცოდნე, თიბისი არტ გალერეის დირექტორი, ქეთევან კორძახიაა.

ცნობისთვის, იტალიაში, ტოსკანის რეგიონში საერთაშორისო არტ-პროექტი  -Vico Vitri  Arte უკვე 14 წელია ტარდება და მასში მთელი წლისგანმავლობაში იტალიელ მხატვრებთან ერთად მონაწილეობას უცხოელი არტისტები იღებენ.   ყოველწლიური  Vico  Vitri  Arte  საშობაოდ, დიდი სადღესასწაულო ღონისძიებით გვირგვინდება, წელს სწორედ ამ საზეიმო დახურვაზე  ქართულიპროექტი საგანგებოდ იყო მიწვეული.

„ჩემი სახლი" იტალიის შემდეგ, უკვე  ქართველ დამთვალიერებელს თიბისი არტ გალერეაში  15 მაისამდე ელოდება.

(R)  





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics