01:52 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-02-25 18:38:48, 658 ნახვა

საზოგადოება
ზაზა ვაშაყმაძე: დიდი ხნის მოუგვარებელი პრობლემა გადაწყდა-ადიგენის რაიონში მუსლიმებს სასაფლაოსთვის მიწის ნაკვეთი გამოეყოთ

მთავრობის ადმინისტრაციაში რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოსთან არსებულ რელიგიურ გაერთიანებათა ქონებრივი და ფინასური საკითხის შემსწავლელი სარეკომენდაციო კომისიის მეცხრე სხდომა გაიმართა, რომელსაც მართლმადიდებელი, მუსლიმი, იეზიდური და ორმოცდაათიანელთა თემის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ხელმძღვანელის ზაზა ვაშაყმაძის თქმით, რელიგიურ გაერთიანებათა ქონებრივი და ფინასური საკითხის შემსწავლელ კომისიაზე მართლმადიდებლების 45 საკითხი იყო."26 საკითხზე დადებითი გადაწყვეტილება მივიღეთ, 9 საკითხზე დადგინდა ხარვეზი და 9-ზე ეთქვათ უარი. რაც შეეხება მუსლიმების საკითხს, 13 საკითხიდან 1-ზე ეთქვა უარი. 11 დადებითად გადაწყდა და ქობულეთის რაიონში არსებული მეჩეთები გადაეცა”,-განაცხადა ვაშაყმაძემ.

მისივე განმარტებით,  გადაწყდა დიდი ხნის მოუგვარებელი პრობლემა- ადიგენის რაიონში მუსლიმ მოსახლეობას სასაფლაოსთვის მიწის ნაკვეთი გამოუყვეს:

„მიღებული იქნა გადაწყვეტილება მიწის ნაკვეთის გამოყოფის თაობაზე, სადაც მუსლიმებისთვის იქნება რელიგიური სასაფლაო. ასევე, გამოტანილი იქნა 50-ანელთა ეკლესიის საკითხი. წლების განმავლობაში სახელმწიფო ტერიტორიაზე არსებული მიწის ნაკვეთზე იყო აშენებული და ფუნქციონირებდა სალოცავი სახლი, რომელსაც დაახლოებით 11 წლის განმავლობაში, პარქტიკულად იყენებდნენ და დღეს, კომისიაზე მიღებული იქნა გადაწყვეტლება, აღნიშნული მიწის ნაკვეთი დაახლოებით 800- 900 კვადრატული ფართობი გადაცემული იქნას 50-ანელებზე სარგებლობისთვის, რაც უნდა მოწესრიგდეს იურიდიულად. აგრეთ მივიღეთ გადაწყვეტილება იეზიდი თემის სალოცავი და კულტურული სახლის რეკონსტრუქტიცა-რესტავრაციასთან დაკავშირებით, რომელიც ვარკეთილის ტეტრიტორიაზე მდებარეეობს. ქონების მართვის სააგენტოდან მიღებული იქნა ეს საკითხი და განხილულ იქნა რელიგიური დანიშნულების მიზანშეწონილობის და აუცილებლობით და დაკმაყოფილდა იეზიდთა თემის მოთხოვნა", - განაცხადა ვაშაყმაძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics